პროფილაქტიკა ძვლების გაძლიერებისა და ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მარტივი საშუალება! 2018, 8 იანვარი, 15:52 კვერცხის ნაჭუჭი ორგანული კალციუმის ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა. ძველ დროში, მას ფეხმძიმე და მეძუძური ქალები იყენებდნენ, რადგან ამ დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით კალციუმის კარგავს, რაც კბილების, ფრჩხილებისა და თმის დაზიანებას იწვევს. ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ნატურალური დანამატი ორგანიზმში კალციუმის მარაგი მუდმივი არ არის. მისი რაოდენობა, 50 წლის ასაკის ზემოთ, საგრძნობლად მცირდება. რაც ოსტეოპოროზის რისკს უფრო ზრდის. რისკის ქვეშ მყოფ პირველ ჯგუფში არიან ქალები. უფროსი ასაკის ადამიანებში, კვერცხის ნაჭუჭის მიღება, ხელს უშლის ამ დაავადების განვითარებას. ნაჭუჭში კალციუმი ხსნადი ფორმითაა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმს ადვილად შეიწოვოს კალციუმი. როგორ მოვამზადოთ კვერცხის ნაჭუჭის ნარევი პირველ რიგში, 2-3 წუთით რამდენიმე წყალში წამოადუღეთ კვერცხი, რათა მასზე დარჩენილი ჭუჭყი მოშორდეს. შემდეგ შიგთავსი მოაშორეთ და დაიტოვეთ მხოლოდ ნაჭუჭი. ახალ კვერცხს შიგთავში ადვილად შორდება, ძველს კი რთულად. შემდეგ კვერცხის ნაჭუჭი გარეცხეთ, ღუმელში გააშრეთ. ოღონდ 1-2 წუთით, ისე რომ მისი ფერი ყვითელი იყოს და არა ყავისფერი. კვერცხის ნაჭუჭი გაშრობის შემდეგ დაფხვენით. მიღების წესი ჭამის წინ, დანის წვერით დაამატეთ თქვენს კერძს კვერცხის ნაჭუჭისგან მიღებული ნარევი. მისი მიღება შეგიძლიათ საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს. მკურნალობის კურსი 3 თვეა. მისი რაოდენობა ერთჯერადად გამოყენებისას 0.02 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ერთი თვის შესვენების შემდეგ კი, შეგიძლიათ კურსი განაახლოთ. 1441 5-ს მოსწონს
|