მუსიკა გარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი მომღერალი ფრანც გალი 2018, 8 იანვარი, 10:08 სიმსივნესთან ოცწლიანი ბრძოლის შემდეგ ფრანგი მომღერალი ფრანს გალი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრანც გალი 1947 წელს პარიზში დაიბადა. მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა მამის, რობერ გალის ზეგავლენით, რომელიც ასევე მომღერალი და კომპოზიტორი იყო. სიმღერებს უწერდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორებიც იყვნენ ედიტ პიაფი და შარლ აზნაური. ფრანც გალმა პირველ დიდ წარმატებას მიაღწია 1964 წელს, როდესაც სინგლი Sacré Charlemagne 2 მილიონი ტირაჟით იყიდება და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო სამშობლოში და ევროპის ქვეყნებში, არამედ იაპონიაში, აშშ-ში და აფრიკაში. 1965 წელს გალმა გაიმარჯვა "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით "Poupée de cire, poupée de son", რომელსაც 150 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს(მათ შორის საბჭოთა კავშირიც), ეს არის პერიოდი, როდესაც ფრანც გალი სამშობლოში თვით "ბიტლზზე" პოპულარულია, 1968 წელს მუსლიმ მაგომაევმა ამ სიმღერის რუსული ქავერი შეასრულა. ნამდვილი ტრიუმფი იყო მისი 6 კვირიანი კონცერტების სერია პარიზის სპორტის სასახლეში, 1982 წლის იანვარ–თებერვალში, არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთ ქალ შემსრულებელს არ ღირსებია ასეთი წარმატება, ხოლო კულმინაცია იყო 1984 წელს პარიზის "ზენიტის" სტადიონზე გამოსვლა, რომელიც ისტორიაში პირველი ფრანგი ქალი გახდა, რომელიც ამ არენაზე გამოვიდა. მთლიანად ფრანც გალის კარიერა 1997 წელს დასრულდა, როდესაც მას ქალიშვილი პოლინა გარდაეცვალა, (დიაგნოზი კისტური ფიბროზი) მანამდე ფრანცს დაეღუპა ქმარი, მიშელ ბარჟე(1992წ), სწორედ ის უწერდა სიმღერებს.ამავე პერიოდში მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, ფრანცუა ნისენმა ფრანც გალს ფრანგული სიმღერის სიმბოლო უწოდა. იხილეთ აგრეთვე
ვინ დავკარგეთ გასულ წელს?-2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები მთელი მსოფლიოდან
2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
202 9-ს მოსწონს
|