საზოგადოება დედოფლისწყაროში საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო 2018, 7 იანვარი, 17:07 ტრადიციული ალოობა გაიმართა დედოფლისწყაროში. ქალაქის ქუჩებში მსვლელობას ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი უძღვებოდა. მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლებაც შეუერთდა და შემოწირულობა გაიღო. თავისი წვლილი შეიტანეს სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა და კერძო პირებმა. უკვე მერამდენე წელია დედოფლისწყაროში საშობაო ალილოს მსვლელობა იმართება. მოგროვილი ნობათი ხელმოკლე ოჯახებს გადაეცემა. 31 2-ს მოსწონს
|