სხვა 10 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის 2018, 9 იანვარი, 11:18
წარმოუდგენელია! ოთახის მცენარეების ამ სასუქებს ყველაზე უიმედო მდგომარეობაში მყოფი მცენარეებეს გამოცოცხლებაც კი შეუძლია! საერთოდ, ულამაზეცი ყვაილნარის საიდუმლო – მცენარეების სწორ კვებაში არის. მცენარეს ხასხასა ფოთლები და ულამაზესი ყვავილები რომ ჰქონდეს, სასუქის სწორედ შერჩევა არის საჭირო: თუ მცენარე დიდი ხნის მანძილზე განიცდის მინერალების საჭიროებას, ის ავად ხდება, რადგან მის იმუნიტეტს დაავადებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი ეკარგება. მაგრამ, ისმის კითხვა: თუ როგორ უნდა შევარჩიოთ მენიუ ჩვენი მცენარეებისთვის, მათ ხიმ ერთნაირი გემოვნება არა აქვთ? მართალია, ყველას ერთნაირი გემოვნება არა აქვს, მაგრამ არსებობს სასუქი, რომელიც მეტნაკლებად ყველა მცენარისთვის მისაღებია:
I. პრაქტიკულად ყველა მცენარეს უყვარს შაქარი (განსაკუთრებით კი კაკტუსებს უყვართ). შეგიძლიათ, მორწყვის წინ, 1 ჩ. კ. შაქრის ფხვნილი (10 სმ-იაანი დიამეტრის ქოთანზე) მოაყაროთ გრუნტს ზედაპირზე ან შაქარი წყალში გახსნათ და ტკბილი წყლით მორწყათ (0, 5 ჩ. კ. შაქრის ფხვნილი 0, 5 ჭიქა წყალზე) მცენარე. II. კოკრის გამონასკვის პერიოდში, ლამაზი ყვავილობისთვის, კარგ ეფექტს იძლევა აბუსალათინის ზეთი (1 ჩ. კ. ზეთი – 1 ლ. წყალზე). III. მცენარეებისთვის ძალიან სასარგებლოა დამწვარი ხის ნაცარი (როგორც კვებისთვის, ისე დაავადების პროფილაქტიკისთვის). ნაცრის ხსნარის მოსამზადებლად, 1 ს.კ ნაცარი გახსენით 1 ლ. ცხელ წყალში და დააყენეთ 1 კვირის მანძილზე, დროდადრო ურიეთ. ასეთი ხსნარით მცენარის მორწყვა 10 დღეში ერთხელ შეიძლება. IV. მცენარეების მორწყვა ასეთი ნაყენითაც სასარგებლოა: აიღეთ ბროწეულის ან ნებისმიერი ციტრუსის ქერქი. დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფარის და გააჩერეთ 1 დღე-ღამე, შემდეგ გაფილტრეთ და მცენარეს დაუსხით. V. მცენარის იმუნიტეტი მომენტალურად გაიზრდება, თუ მას ასპირინის ხსნარს მიასხურებთ. ხსნარის მოსამზადებლად, 1 აბი ასპირინი გახსენით 1 ლ. წყალში. VI. ალოე არა მარტო ადამიანებისთვის, ოთახის მცენარეებისთვისაც სასარგებლოა. ალოეს ხსნარის მოსამზადებლად, 1 ჩ. კ. ალოეს წვენი გახსენით 1, 5 ლ. წყალში. VII. ფიკუსი, თვეში ერთხელ, ტკბილი წყლით უნდა მორწყათ. 1 ლ. წყალში გახსენით 1 ჩ. კ. შაქარი. ხოლო, მისი ფოთლები შეგიძლიათ რძით გაწმინდოთ. ეს მას სიელვარეს და სილამაზეს მიანიჭებს. VIII. თუ გინდათ, რომ მცენარეს ჯანმრთელი და ლამაზი გარეგნობა ჰქონდეს, სოკოს ნაყენით უნდა მორწყათ: დაანაწევრეთ საკვები სოკო და დაასხით წყალი, პროპორციით 1 : 1. ერთი დღე-ღამის შემდეგ, ნაყენი გადაწურეთ, ხოლო სოკოს ისევ დაასხით იგივე რაოდენობის წყალი. ნაყენი კიდევ ერთი დღე-ღამე გააჩერეთ, გაფილტრეთ და მცენარე მორწყეთ. IX. თუ სახლში იები გაქვთ, მათ ასეთი სასუქი მოეწონებათ: აიღეთ 1 ამპულა ვიტამინი В12 და გახსენით 1 ლ. წყალში (წყალი ერთი დღით ადრე აიღეთ). ასეთი ვიტამინებით მცენარეების გამოკვება თვეში 2-ჯერ შეიძლება. X. კალიუმით, მაგნიუმით და ფოსფორით მდიდარი ბანანის ქერქის გამოყენება კარგია მცენარის გადარგვის დროს. სადრენაჟო ფენის თავზე, ჯერ წვრილად დაჭრილი ან ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული ბანანის ქერქი ფენა მოათავსეთ, მასზე გრუნტის ფენა და მხოლოდ ამის შემდეგ, ჩარგეთ მცენარე ქოთანში.
ბანანის ქერქის სასუქი. სასარგებლო თვისებები და შეზღუდვები, მცენარეთა სახეობების მიხედვითკვერცხის ნაჭუჭის სასუქი სახლის მცენარეებისთვის (2 რეცეპტი + ფესვების ლპობისგან დაცვის საშუალება)
12063 9-ს მოსწონს
|