მუსიკა "მილიონი ვარდი"-პუგაჩოვა,ფიროსმანი და პლაგიატი?45 წელი ლეგენდარული სიმღერის გამოსვლიდან 2018, 6 იანვარი, 10:58 1982 წლის დეკემებრის დასასრულს გამოდის ალა პუგაჩოვას რიგით მე-13 მინიონი(სინგლი), რომელიც ყველა რეკორდს მოხსნის.სინგლის A მხარეზე იყო განთავსებული სიმღერა "მილიონი ვარდი", ხოლო B-ზე "დაბრუნება", ორივე კომპოზიციის ავტორი რაიმონდ პაულსი გახლდათ, ერთ წელიწადში, 1983 წლის დეკემებრისთვის გაყიდული მინიონის ტირაჟმა 6 მილიონი ასლი შეადგინა. სიმღერა "მილიონი ვარდი", რომლის ტექსტის ავტორი გახლავთ ანდრეი ვოზნესენსკი 1983 წელს წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა, ხოლო თავად კომპოზიცია ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა და მკვირდად დაიმკვიდრა ალა პუგაჩოვას რეპერტუარში ადგილი, იგი ხშირად კონცერტის დასასრულს "ბისზე" მაყურებლებთან ერთად ასრულებდა ამ სიმღერას, თუმცა თავად ალა პუგაჩოვა აღიარებს, რომ არ უყვარდა ეს სიმღერა:"მინდოდა ვოზნესენსკის ტექსტში შესწორება შეეტანა, თავად მელოდიაც ძალიან პრიმიტული მეჩვენებოდა და პაულსს ვაძალებდი შესწორებები გაეკეთებინა."-იხსენებს პუგაჩოვა.
სიმღერა 1981 წელს შეიქმნა და თავდაპირველად ლიტველმა მომღერალმა აილე კუკულუმ შესრულა, რომელსაც "აჩუქა მარინამ გოგონას ცხოვრება"(«Dāvāja Māriņa meitenei mūžiņu) ერქვა, შემდეგ უკვე გაკეთდა რუსული ვარიანტი, რომლის ტექსტი ანდრეი ვოზნესენსკიმ ფიროსმანის თემაზე შექმნა, ლეგენდის თანახმად ყურებამდე შეყვარებულმა ნიკო ფიროსმანმა 1905 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსულ ფრანგ აქტრისას, მარგარიტა დე სევრს სასტუმროს წინ რამდენიმე ალისფერი ვარდებით სავსე ურემი დაუყენა. ლეგენდის მიხედვით აქტრისა მარგარიტა გამოვიდა სასტუმროდან და ნიკო ფიროსმანს მხურვალედ აკოცა ტუჩებში პირველად და უკანასკნელად.
გამოსვლისთანავე სიმღერა პოპულარული გახდა არა მარტო საბჭოთა კავშირში არამედ მის ფარგლებს გარეთაც, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში, ერთი წლის შემდეგ ხმის ჩამწერი ფირმა "Victor"- უშვებს ლიცენზირებულ ჩანაწერს. ამის გარდა არსებობს ამ სიმღერის ინგლისური, კორეული, ებრაული, ფინური, შვედური, ვიეტნამური, უნგრული, იტალიური, არაბული და ა.შ. ვერსია.მთლიანად არსებობს დაახლოებით 100-მდე ქავერ-ვერსია, ჩაწერილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
შარშან იუტუბზე და ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ამტკიცებდნენ, რომ "მილიონ ვარდს" ჯერ კიდევ 1969 წელს ასრულებდა ლეგენდარული აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი მომღერალი გუგუში, რომელიც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს სიმღერით ფილმიდან "გრძელი ღამე"(სხვათა შორის თბილისში გამართა კონცერტი შარშან 3 სექტემბერს). თუმცა ერთადერთი რაც არის მართალი.გუგუში მართლაც ასრულებს ამ სიმღერას, მხოლოდ ორიგინალის შექმნის შემდეგ, ხოლო ინტერნეტში გავრცელებული ვერსია ფეიკია.
1) გუგუშის ვერსიას ადევს სხვა სიმღერის-Ayrılıq-ის ვიდეო ვერსია.
2) გუგუშის ვერსიაში ისმის სინთეზატორის სემპლების ხმა, რაც 1969 წელს ტექნიკურად არ არსებობდა.
3) ალბათ ყველაზე მთავარი, ძალზე საეჭვოა ირანში შექმნილიყო წმინდა წყლის ევროპული ტიპის მელოდია.
799 9-ს მოსწონს
|