პროფილაქტიკა ამის წაკითხვის შემდეგ აღარასოდეს გამოტოვებთ საუზმეს! ეს უნდა იცოდეთ 2018, 6 იანვარი, 11:58 თეორიულად ყველამ ვიცით, რომ საუზმე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა დღეს იშვიათად თუ საუზმობს ვინმე. ამის მიზეზი კი ძირითადად დროა, რომელიც თითქოს არ გვაქვს და დილით სამსახურში წასვლამდე მხოლოდ ფინჯან ყავას თუ ვასწრებთ მანამ, სანამ ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებთ. დამღლელი მუშაობის შემდეგ კი შესვენებაც მხოლოდ შუა დღეს გვაქვს და მხოლოდ მაშინღა ვაძლევთ თავს უფლებას ნახევარფაბრიკატებით დავნაყრდეთ.
დილით საუზმე ძალზედ მნიშვნელოვანია და სახლიდან გასვლამდე ნაჭერი კარაქიანი პურისა და ფინჯანი ჩაისთვის აუცილებლად გამონახეთ 15 წუთი. საუზმის აუცილებლობის მიზეზები, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ მთელი თქვენი ცხოვრება. 1. საუზმე გეხმარებათ წონის კლებაში. კვლევების მიხედვით, 50% -მა, რომლებიც საუზმეს აცდენდნენ, წონაში მოიმატეს. 2. საუზმე ხსნის გონებას. საუზმე ხელს უწყობს კონცენტრაციის გაზრდას, მეხსიერებისა და სხვა ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 3. საუზმე გვეხმარება დიეტის კონტროლში. თუ დილით ისაუზმებთ, ლანჩზე გაცილებით ნაკლებ საკვებს მოგთხოვთ ორგანიზმი. 4. საუზმე ზრდის თქვენს ფიზიკურ პოტენციალს. 5. საუზმე ხელს უწყობს მრავალი დაავადების თავიდან აცილებას. საუზმე ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის, დაბალი არტერიული წნევის და დიაბეტის პრევენციას. 6. საუზმე ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას. საუზმე (განსაკუთრებით ჯანსაღი) ხელს უწყობს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონის შემცირებას. P.S. უარი თქვით დილის ყავასა და სასუსნავზე ან თუნდაც შიმშილზე, თქვენი ჯანმრთელობა თქვენ ხელთაა. ჯანმრთელობას გისურვებთ! იხილეთ აგრეთვე: ● როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად ● ჭამის შემდეგ აღარასოდეს მოიქცეთ ასე... ● როგორ მოვიქცეთ ჭამის შემდეგ? 3 აუცილებელი პირობა ● რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის ● რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"? ● სასწრაფოდ შეამოწმეთ რა ფერისაა თქვენი ენა! 433 18-ს მოსწონს
|