x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გავაკეთოთ ინექცია სწორად? რჩევები, რომლებიც ყველა გამოუცდელს გამოგადგებათ
სიტუაცია, როდესაც სასწრაფოდ უნდა მოგიწიოთ ინექციის გაკეთება, ნებისმიერი თქვენგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება. არცოდნის გამო კი ინექციის გაკეთებაზე, ახლობლისთვის უარი, ალბათ, ბევრ თქვენგანს არაერთხელ უთქვამს.


image

დღევანდელ სტატიაში კი წარმოგიდგენთ საკმაოდ მარტივი ენით გადმოცემულ ინსტრუქციას, თუ როგორ გავაკეთოთ სწორად და მარტივად ინტრამუსკულური ინექცია.


მომზადება: დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი ადგილზე გაქვთ, მოიმარჯვეთ საჭირო ზომის "შპრიცი" და განათავსეთ ეს ყველაფერი ერთ ფირფიტაზე (პოდნოსი).image



დაიბანეთ ხელები და შეიმშრალეთ ახალი (სუფთა) პირსახოცით.


image


ინექციის გასაკეთებლად შეარჩიეთ კარგი განათების ადგილი და სთხოვეთ პაციენტს წამოწვეს მოსადუნებლად. ჩაიცვით სამედიცინო ხელთათმანები, გაუკეთეთ მას სპირტით დეზინფექცია და მოიმარჯვეთ სპირტში ჩასველებული ბამბა.

image

image




როგორ გავაკეთოთ ინექცია: თუ კუნთში შესაყვანი წამალი ცივია (მაცივარში შენახვის აუცილებლობის გამო), წინასწარ გაათბეთ ხელში. თუ წამლის ამპულას თავი დაცული აქვს რეზინით, წამალი ამოიღეთ ნემსით, თუმცა ინექციისთვის არ გამოიყენოთ იგივე ნემსის თავი.imageimage

"შპრიცში" დარჩენილი ჰაერი გამოდევნეთ, წამოაცვით ახალი ნემსის თავი და მოემზადეთ ინექციის გასაკეთებლად. პაცინეტის დუნდულის კუნთი (მარჯვენა, მარცხენა- არ აქვს მნიშვნელობა) გაყავით ოთხ ნაწილად და გააკეთეთ ინექცია გარეთა ზედა კვადრატში. ასე თავიდან აიცილებთ ნემსის ნერვში მოხვედრას.

image


დაზილეთ სპირტიანი ბამბით ინექციის წინ პერიფერია და დაიწყეთ ინექცია. სწრაფი ჩარჭობით შეიყვანეთ ნემსის 90° კუნთში, ხოლო მისი 1/3 უნდა დარჩეს გარეთ.


image


წამალი ნელა შეიყვანეთ, ასე პაციენტი თავს კომფორტულად იგრძნობს. აკონტროლეთ, რომ "შპრიცი" არ გამოძრავდეს. წამლის შეყვანის შემდეგ ნანემსრის პერიფერიაზე დააჭირეთ სპირტიანი ბამბა და სწრაფად ამოაძრეთ ნემსი, დაზილეთ ნანემსარი და ამით პროცედურა დასრულებულია. (გამოყენებული ამპულებისა და "შპრიცის" გადაგდება, ასევე ხელების დაბანა არ დაგავიწყდეთ)



0
4276
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0