x
ის, რაც აქამდე არ იცოდით - საინტერესო ცნობები უძველესი თეატრის შესახებ


image


ბერძნები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი კულტურით, მათ სახელთან ბევრი რამაა დაკავშირებული და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.თეატრი, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად საბერძნეთში აღმოცენდა ძვ.წ.VI საუკუნეში.პირველი ტრაგიკული აგონი თესპიაში გაიმართა ძვ.წ.534 წელს და ამ დროიდან მიეცა დასაბამი პირველი თეატრალური ფესტივალების მოწყობას. როგორც ვიცით, ტრაგედიაც და კომედიაც დიონისესადმი მიძღვნილი რიტუალებიდან წარმოიშვა. დრამამ მოახდინა ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს სინთეზირება-აქ იყო მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ფერადი კოსტიუმები, ნიღბები, ადამიანის ვოკალური და ვიზუალური გარდასახვა.

სწორედ დრამამ შვა სპეციალური ნაგებობის აშენების საჭიროება, რომელსაც შემდეგ თეატრი ეწოდა.თეატრი ბერძნული ზმნისგან მოდის, რაც ყურებას ნიშნავს–"თეატრომაი".ბერძნებმა შექმნეს როგორც სტაციონალური, ასევე ე.წ. მოძრავი თეატრი, რაც ძალიან მოსახერხებელი იყო, ისინი სოფლებშიც ჩადიოდა.

ანტიკური თეატრის შენობა გამოირჩეოდა თავისი სპეციფიკური აგებულებითა და სტრუქტურით.მისი ნანგრევების ნახვაც კი დღეს დამთვალიერებლების გაოცებას დააღფრთოვანებას იწვევს.


საოცარია ბერძნული თეატრის არქიტექტონიკა და უნიკალური აკუსტიკური შესაძლებლობები.

რაც შეეხება თვითონ შენობას, თეატრი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა, ესენია:თეატრონი, ორქესტრა და სკენე.

1)თეატრონი -იყო მაყურებელთა დარბაზი, უზარმაზარი სივრცე ღია ცის ქვეშ.შედგებოდა რკალურად განლაგებული სკამების რიგებისგან.წინა რიგში საპატიო სტუმრებისთვის სპეციალურად ჩადგმული იყო ქვის სავარძლები.

2)ორქესტრა-გუნდისთვის გამოყოფილი ადგილი, სადაც ისინი ან მღეროდნენ ან ცეკვავდნენ. ისიც წრიული ფორმის იყო, მის შუაში კი დიონისეს საკურთხეველი იდგა.სწორედ აქედან მომდინარეობს დღევანდელი ''ორკესტრის'' სახელი.

3)სკენე ემიჯნებოდა ორქესტრას წრეს, ის იყო ორქესტრაზე ოდნავ ამაღლებული სცენა, რომელსაც სამი კარი ჰქონდა. როგორც წესი მსახიობები აქედან შემოდიოდნენ.ასევე სჰენობაში იყო სპეციალური შემოსასვლელ-გასასვლელები მაყურებლებისთვის, მას პაროდოსები ეწოდებოდა. თითოეული თეატრი რამდენიმე ათას მაყურებელს იტევდა.თეატრალურ დადგმაში დიდი ადგილი ეკავა გაფორმებას, ნიღბებს, ფერად-ფერად აქსესუარებს და საერთოდ გმირის გარეგნობას.

ბევრი ფაქტი თუ აღმოჩენა ცხადყოფს, რომ თეატრს ჭეშმარიტ სამშობლოდ ელადა უნდა მივიჩნიოთ.სწორედ აქ მოხდა პირველად სხვადასხვა ტიპის რიტუალების, სანახაობების საფუძველზე თეატრის ჩამოყალიბება, თავისი პიესით, შემსრულებლებით, ნაგებობით, წარმოდგენის გამართვის წესებით და სხვა.მოკლედ ბერძნები ამ საქმეში პირველები და მართლაც საუკეთესოები იყვნენ.

ამ ყველაფერთან ერთად თეატრალურ ფესტივალს თავისი წესები და ვადები ჰქონდა. ის ხუთ დღეს მოიცავდა, ბოლოს გამარჯვებულს აფასებდა ჟიური და გადასცემდნენ პრიზებს.შეჯიბრებაში სულ ხუთი დრამატურგი მონაწილეობდა, ამიტომ პირველთან ერთად მეორე ადგილიც საპატიოდ ითვლებოდა.

ასე, რომ ამ კუთხითაც ბერძნების შრომა ძალიან დიდია, მათ საფუძველი ჩაუყარეს ასეთ შესანიშნავ კულტურულ სანახაობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სანახაობისთვის განკუთვნილ ნაგებობას–თეატრს, როგორც ერთგვარ კულტურის ტაძარს.


0
143
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0