მსოფლიო ქსენია სობჩაკის ახალი სკანდალი 2018, 5 იანვარი, 13:33
ახალი წელი ქსენია სობჩაკისთვის არც ისე სახარბიელოდ დაიწყო. პოლიციაში განხორციელდა შემდეგი შინაარსის ზარი :სასწრაფოდ მოდით, ვარსკვლავის ბინაში ბომბაა!! მომხდარი ინციდენტის შესახებ თავად ქსენიამ განაცხადა ინსტაგრამის გვერდზე.
" ეჭვი მაქვს, რომ მომავალი წელი სავსე იქნება სიურპრიზებით! ისინი უკვე პირველივე დღიდან დაიწყო. ვიღაც მშვენიერმა პიროვნებამ, (რომელსაც ფაქტია, ჰქონდა წვდომა ჩემს პირად მონაცემებთან) შეგვატყობინა, რომ ბინა არის დანაღმული. რა სასიამოვნოა, როცა ორ იანვარს, სახლი ევაკუირებუული იქნება და შენთან პოლიციელი ძაღლით მოვა. ამ ფაქტზე უკვე დაიწყო მოკვლევა და ეს მხოლოდ დასაწყისია." - წერს ქსენია.
ამ ფაქტმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. მომხდარს უკავშირებენ ქსენიას ბოლოდროინდელ ვიდეოს, სადაც ის ტაძრის წინ ცეკვავს მეგობრებთან ერთად. თავად ქსენია ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს. 808 5-ს მოსწონს
|