x
image
ნინო მესხიძე
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკია
image

მედიასივრცე მოიცვა ახალმა სკანდალურმა სიახლემ - ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატია.

ქსენია სობჩაკი - რუსი ტელე- და რადიოწამყვანი, ჟურნალისტი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1981 წლის 5 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში იურისტის ანატოლი სობჩაკისა და ისტორიკოსის ლიუდმილა ნარუსოვას ოჯახში. 1998 წელს ჩააბარა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2000 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.

სობჩაკი 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 2013 წლის 19 ოქტომბრამდე იყო რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.


image

ახალ, პოლიტიკურ ამპლუაში პირველ კონფერენციაზე, ქსენიამ აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, როცა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია და 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა. " მე ჯერ კიდევ არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ შემიძლია ვილაპარაკო ხმამაღლა"- განაცხადა კანდიდატმა. ის პირობას იძლევა, რომ ქვეყანას გაანთავისუფლებს პოლიტიკური მარწუხებიდან და დაუბრუნებს სწორ ხედვას.

imageimage

სობჩაკის ამ განცხადებამ ოფიციალური მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. რუსი პოლიტიკოსები ქსენიას დაკავებას ითხოვენ, რადგან მათი აზრით, სობჩაკი ხალხს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევისკენ მოუწოდებს.

სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქსენია სობჩაკმა აცნობა პრეზიდენტ პუტინს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რაზეც პრეზიდენს არ უპასუხია.

image

ანატოლი სობჩაკის (სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერი) ქალიშვილს საკმაოდ ამბიციური და გრძელვადიანი პოლიტიკური გეგმები აქვს. ის უკვე ქმნის გუნდს და მთელი ძალებით ერთვება წინასაარჩევნო პროცესებში.

ჯერჯერობით პუტინს არ გაუპროტესტებია ქსენია სობჩაკის კანდიდატურა, სავარაუდოთ ოფიციალურ უარს ის დეკემბერში მიიღებს.

image

0
157
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0