საზოგადოება "ვერ ვხვდები ოღონდ, მაგთის ინტერნეტის გაძვირება რატომ უკვირთ" – რას წერს ნიკა გვარამია 2018, 4 იანვარი, 19:02 რუსთავი2-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაგთიქომის ინტერნეტპაკეტების გაძვირებას ეხმაურება და ფეისბუქ გვერდზე სტატუსს ავრცელებს:
ვერ ვხვდები ოღონდ, მაგთის ინტერნეტის გაძვირება რატომ უკვირთ. შეხედეთ ეროვნული ვალუტის ახალი წონასწორობის წერტილს - 2.6. მაგთი ლარებში კი არ ოპერირებს საერთაშორისო პარტნიორებთან და არც საქველმოქმედო ორგანიზაციაა, საკუთარ მოგებაზე მუშაობს და არა ჩვენს ბედნიერებაზე, გვქონდეს დაბალფასიანი ინტერნეტი. მაგთის მიყვებიან სხვა ოპერატორებიც. და ყველაფერი დანარჩენის ფასი ეგრე ავარდება, სხვანაირად შეუძლებელია ამ ეკონომიკურ ვითარებაში. ტარიფები და საწვავი უკვე ავარდა. მომსახურების სფეროც აგერ მიყვა. ბოლო ბასტიონიც მალე დაეცემა - პირველადი მომსახურების პროდუქტები. მაგთი ლოგიკური შედეგია. მიზეზებთანაა საჭირო ბრძოლა და პროტესტი, და არა მაგთისთან." – წერს ნიკა გვარამია. 202 3-ს მოსწონს
|