სხვა როგორ იპოვა ქალმა უცნაური ყუთი იატაკის ქვეშ და რა აღმოაჩინა შიგნით 2018, 4 იანვარი, 18:12 ერიკა კარნერი ყვება თავის ისტორიას.მას ძალიან უყვარდა სახლი, რომელშიც გაიზარდა და მშობლებისგან დარჩა.მასთან უამრავი მოგონება აკავშირებდა და მისი რესტავრაცია გადაწყვიტა.დაიქირავა მუშათა პერსონალი და სახლის ნაწილი მოანგრიეს. ბეტონის იატაკის დანგრევისას შიგ უცნაური ყუთი იპოვეს მინის თავსაფრით, რომელშიც თმები მოჩანდა. მუშებმა ეს ერიკას გააგებინეს, რომელიც ადგილზე სპეციალისტებთან ერთად მივიდა. ეს ნივთი ალბათ მიხვდით, რომ კუბო აღმოჩნდა, რომელშიც არც მეტი და არც ნაკლები პატარა გოგონას ცხედარი იყო მოთავსებული, გრძელი ქერა თმითა და ლამაზი თეთრი მაქმანებიანი კაბით.მკერდზე ჯვარი ეკიდა და გამხმარი ყვავილები ეყარა გარშემო. ადგილი სადაც კუბო აღმოაჩინეს, ოდესღაც სასაფლაოს ეკუთვნოდა.1930 წელს სასაფლაო სხვა ადგილზე გადაიტანეს და ეს პატარა, შეუმჩნეველი სასახლე გამორჩათ, რომელიც კარგად იყო დალუქული და შენახული.გოგონას ყვავილები ჯერ კიდევ ხელში ეკავა და ეს კარგად შესამჩნევი იყო. მისი სახე დახლოებით ასე გამოიყურებოდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ყველა გაზეთი თუ ტელევიზია ამ ამბავს გადმოსცემდა, მაგრამ გოგონას იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.ერიკამ მას დროებით მირანდაც კი უწოდა. მიუხედავად დიდი რისკისა, კუბო გახსენეს და დნმ ტესტი გააკეთეს. 1876 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა, 2 წლისა და 10 თვის ედიტ ჰოვარდ კუკი. მისი მამა იყო მდიდარი მწარმოებელი, მფლობელი HN Cook Belting კომპანიის, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ედიტი იყო პირველი ქალიშვილი, მაგრამ მისი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ ედიტის დედამ კიდევ ერთი გოგონა გააჩინა - ეტელი, რომელიც გარეგნობით ძალიან ცნობილი იყო იმ პერიოდში. დნმ-ის ტესტის შემდეგ მისი ნათესავების გარკვევა მოხერხდა. რამდენიმე თვიანი დაუსრულებელი საქმეების შემდეგ, გოგონა სრული ცერემონიით დაიკრძალა გრინლლოვის მემორიალურ პარკში. 356 7-ს მოსწონს
|