x
image
ლიკა ელიშვილი
როცა ჯგუფის ადმინობა არც ისე ადვილია, საინტერესო ამბები მკითხველებს
როგორც იცით, ფეისბუქი და ფეისბუქის ჯგუფები გართობისა და ინფორმაციის მიწოდება-გავრცელებისთვისაა შექმნილი.უამრავი ასეთი ჯგუფი არსებობს და მინდა ერთ-ერთ ქალთა “ჯგუფზე" გიამბოთ, რომელიც შექმნილია ზოგადად ქალების, ბავშვების, ჯანმრთელობისა და სხვა უამრავ პრობლემაზე სალაპარაკოდ. ჯგუფს ჰყავს რამდენიმე ე.წ. ადმინი.


რამ მიიქცია ჩემი ყურადღება? ერთ-ერთი ადმინის, თ. ჯანელიძის უამრავმა პოსტმა ამ გვერდზე. პოსტები ეხება ყველაფერს, რაც ინფორმაციულია: მედიცინას, მეცნიერებას, ასტროლოგიას, ბუნებას, კულინარიას და ა.შ. მოკლე, კონკრეტული და ძალიან საინტერესო.


მისი მიზანი ჯგუფის წევრების განტვირთვა, მეტი ინფორმაციის მიღება და მათი გახალისებაა, რაც დასაფასებელი და მისასალმებელია. ის ხომ დღეში უმარავ მსგავს პოსტს აქვეყნებს დაუზარებლად. ეს ყველაფერი იმ ქალებისთვის, რომლებიც დედები ან უბრალოდ ცოლები არიან, მათთვის ვინც ვერ ახერხებს წიგნის კითხვას, საინფორმაციოს მუდმივად ყურებას, ვინც მუდმივად დაკავებულია ოჯახური ან სხვა პირადი საქმით.


ქვემოთ მოცემულია მისი რამდენიმე პოსტი, რომლებიც თქვენთვისაც საინტერესო სანახავი და წასაკითხი იქნება.



იმპერატორული ტამარინი.

ამ საყვარელი პრიმატის სახე გაფორმებულია თეთრი ულვაშით. ისინი ამაზონის აუზში ცხოვრობენ (სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი მდინარე).

image



ინდური წითელი მორიელი

პირველი მორიელი დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრების დროს გაჩნდა. ისინი ზოგადად შხამიანები არიან, განსაკუთრებით წითელი ინდური მორიელი. National Geografic-ის მონაცემების მიხედვით, ის ყველაზე შხამიანი ცხოველია დედამიწაზე. ეს ინდოეთის მკვიდრი სიგრძით საჩვენებელ თითზე მეტი არაა, მას ორი მახვილი და რვა ფეხი აქვს. ეს აგრესიული არსება ხშირად ბინადრობს ადამიანების სახლებთან ახლოს და ეზოში მოთამაშე ბავშვებსაც კი ესხმის თავს.

image



ჭრელი ჭრიჭინა

image



ხეზე მცოცავი ბაყაყი

ხეზე მცოცავ ბაყაყს კარგად ამოიცნობთ სხეულის კაშკაშა შეფერილობით. ერთი შეხედვით საოცრად ლამაზ არსებას აქვს შხამი, რომელსაც კაცის მოკვლა შეუძლია. შხამიანი ბაყაყის გავრცელების არეალია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა, თუმცა ცალკეული ეგზემპლარები ჩრდილოეთ ამერიკაშიც გვხვდება. როცა ბაყაყს საფრთხე ემუქრება, ის სხეულის შეფერილობას იცვლის. ინდიელები მის შხამს შემდეგნაირად იყენებდნენ: მასში ასველებდნენ ისრების წვეროებს. ეს ისარი ვისაც მოხვდებოდა, მყისიერი სიკვდილისათვის იყო განწირული. მედიკოსებმა ბაყაყის შხამის სინთეზურად მიღება შეძლეს და მის საფუძველზე შრატიც დაამზადეს, თუმცა ის ბაყაყის შეხებისთანავე თუ არ გაკეთდა, მოქმედების დაწყებას ვერც კი მოასწრებს.

image


ზღვის ოგცოცეპალუსი

ეს არსება ოკეანის ნამდვილი მტაცებელია. ეს თევზები იტყუებენ მსხვერპლს სპეციალურ ტომარაში, რომელიც „ჩამონტაჟებული“ აქვთ ორგანიზმში. ზოგიერთი სახეობა სიგრძეში 35 სანტიმეტრს აღწევს, მაგრამ ცურვის ნიჭით არ გამოირჩევიან.

image



ცოცხალი ქვები, ჩილე

ცოცხალი ქვები-ბუნების გასაოცარი მოვლენაა. გარეგნულად ისინი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ქვებისაგან, მაგრამ ქვის შიგა ნაწილი ძალიან ჰგავს მცენარეს ან ცხოველს. ქვის გაჭრის შედეგად მის შუაგულში იპოვით წითელ მასას, რომელიც სისხლს მოგვაგონებს. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უცნაური მცენარე-ცხოველის შიგთავსისაგან ადგილობრივები გემრიელ კერძებს ამზადებენ.

image



ზივარ ფარვინი

37 წლის. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მაზლმა ცოლობა სთხოვა და უარი მიიღო. მაზლმა, თავის პირველ ცოლთან ერთად, მჟავა გადაასხა ზივარს და მის 18 წლის გოგონას, იასრუს, როცა მათ ეძინათ. ზივარს მთელი სახე დაეწვა, მისი გოგონა კი გარდაიცვალა. ფოტოზე ზივარია, რომელსაც გარდაცვლილი ქალიშვილის სურათი უჭირავს.

image


შირინ მოჰამადი

18 წლის, თეირანიდან. 2012 წელს მან უარი უთხრა საქმროს ცოლობაზე, რაც საქმრომ შეურაცხყოფად მიიღო და შური იძია მჟავის შესხმით. ქალმა მარჯვენა თვალი და ყური დაკარგა, დაუმახინჯდა პირი და ხელები, დამწვრობა მიიღო სხეულის სხვადასხვა ადგილას. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესს კიდევ გადის

image



ფამადიჰანა

მადაგასკარში მობინადრე მალაგასიელებისთვის უცხოა ფრაზა „მშვიდად განისვენე”. იმისთვის, რომ დააჩქარონ ხრწნის პროცესი, რაც აღიქმება აუცილებელ პროცესად სულის ამქვეყნიერებიდან სამუდამო ცხოვრებაში გადასანაცვლებლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ მალაგასიელები თხრიან ხოლმე გვამს და ნარჩენებს ახვევენ სუფთა ქსოვილებში. ამის შემდეგ ისინი გვამთან ერთად ცეკვავენ საფლავის გარშემო ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ფამადიჰანას რიტუალი 7 წელიწადში ერთხელ სრულდება, მას 3 საუკუნის ისტორია აქვს და ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიები დიდი ხანია, მის აღმოფხვრას ცდილობენ.

image
ენდოკანიბალიზმი

ზოგიერთ კულტურაში გარდაცვლილის საუკეთესო პატივისცემად მისი სხეულით ნადიმობა ითვლებოდა. ანთროპოლოგების მიერ ენდოკანიბალიზმად წოდებული პროცესის მეშვეობით ახლად გარდაცვლილსა და ცოცხლებს შორის სამუდამო კავშირი მყარდებოდა. გარდა ამისა, ეს იყო საშუალება, გამოეხატათ ზიზღი და შიში, რომელიც უკავშირდებოდა სიკვდილსა და მის ტრაგიკულ თანმხლებ მოვლენებს. დღესდღეობით ეს პრაქტიკა აღარ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არ გვაქვს ცნობები), ხოლო წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული პაპუა-ახალ გვინეელ მელანეზიელებსა და ბრაზილიელ ვარის ტომელებში
image
ორქიდეა–მაიმუნი.

ბუნების საოცრება

image


გახვეული პატარები.ბუნების საოცრება

image



სისხლიანი წვიმა'', ინდოეთი

2001 წლის ზაფხულში ინდოეთის შტატ კერალის მცხოვრებლები გასაოცარი სისხლიანი წვიმის მხილველნი გახდნენ - წვეთებს, რომლებიც ციდან ეცემოდა, მკვეთრი წითელი შეფერილობა ჰქონდა. ასეთი ფერადოვანი წვიმები კერალში შემოდგომამდე გაგრძელდა. როგორც წესი, მათ ხანმოკლე ხასიათი ჰქონდათ და სულ რამოდენიმე წუთი გრძელდებოდა. წვიმის წვეთების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის ძლიერ იყო დაბინძურებული მძიმე ლითონებით, განსაკუთრებით სპილენძით. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშინდა ამ მოვლენის გამო: სისხლიანი წვიმა კარგს არაფერს მოასწავებს-ფიქრობდნენ ისინი.

image



ხეები-აბრეშუმის პარკები, პაკისტანი

პაკისტანში მომხდარი წყალდიდობების დროს შესაძლებელია მეტად უცნაური მოვლენის მხილველი გავხდეთ: ათასობით ხე ისე იფარება აბლაბუდით, რომ აბრეშუმის პარკს ემსგავსება. საქმე იმაშია, რომ ეს ხეები გახდნენ ობობების ერთადერთი თავშესაფარი წყალდიდობების დროს - თითოეულ ხეზე ათასობით ობობა იკეთებს ბუდეს. ამ ობობებმა ქსელით ისე დაფარეს ხეები, რომ ზოგიერთი მათგანი გახმა კიდეც მზის სხივების უკმარისობისაგან. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი პლიუსი- ობობებმა ამ არემარეში მთლიანად მოსპეს მალარიის გამომწვევი კოღოები, რითაც დიდი შვება მიანიჭეს ადგილობრივ მცხოვრებლებს

image



ზრდის არეალი:

თუ გადაწყვიტეთ ისეთი მცენარეების ქონა, როგორიც არის პალმა ან ფიკუსი, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მათ სათანადო პირობები სჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გქონდეთ საკმარისი სივრცე, იგულისხმება როგორც სიგანე, ისე სიმაღლე, და დიდი ზომის ქოთანი, ქოთნის სიდიდე კი უნდა გათვალოთ რამდენიმე წელზე.

image



მაზოლის მოშორების მარტივი გზა

შრომის კვალს, ეგრეთ წოდებულ (მაზოლს) ადვილად გაგიქრობთ, ფოთოლი მცენარისა ''დოლარის ხე'' კიდევ მას ''ბედნიერების ხე-ს" ეძახიან. გავასუფთაოთ ფოთოლი, მოვაცილოთ თხელი თეთრი საფარი და დაწოლის წინ დავიდოთ (მაზოლზე). თუ გავიმეორებთ რამოდენიმეჯერ მაზოლი გაქრება.

image



ცოცხალი ქვების» ( Lithops)

ეს საოცარი მცენარე, 1811 წელს, ინგლისელმა ბოტანიკოსმა და ბუნებათმცოდნემ უილიამ ბერჩელმა აღმოაჩინა, სამხრეთ აფრიკის ქვიან უდაბნოში მოგზაურობის დროს. ხოლო მოგვიანებით გამოქვეყნებულ წიგნში, მან ტექსტს აღმოჩენილი მცენარის ნახატებიც დაურთა. როგორც მეცნიერი წერდა, ქვებს შორის მცენარე ისე კარგად იყო შენიღბული, რომ მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო შეამჩნია.

მცენარის «ქვისებურ» გარეგნობას მნახველი შეცდომაში შეჰყავს. სინამდვილეში, ერთმანეთზე მჭიდროდ მიდებული «ქვები», მისი ტენით გაჯერებული ფოთლებია. ეს ერთგვარი რეზერვუარია, რომელშიც მცენარე, უდაბნოშეი ესოდენ საჭირო წყლის მარაგს ინახავს.

«ცოცხალი ქვის» დიამეტრი, უმეტეს შემდხვევაში, 5 სმ-ს არ აღემატება. ფოთლები მოკლე ღეროზე არის მიმაგრებული, ხოლო საარსებო წყაროს გრძელი ფესცებით მოიპოვებს. მიუხედავად მისი ბუნებრივი თვისებებისა, სახლის პირობებშიც კარგად იზრდება: თესლიდან ამოზრდილი «ქვები» დიდი ხნის მანძილზე ახარებენ პატრონის.

image



იაპონია

ქორწილისთვის პატარძალს იაპონიაში კიმონოს აცმევენ . ეს არის თეთრი სამოსი, რომელიც სისუფთავესთან(სიწმინდესთან) ასოცირდება.

ასევე შეისაძლოა შეხვდეთ წითელ ფერსაც, რომელსაც ქორწილის შემდეგ იცვამენ. წითელი ასოცირდება იღბალთან.

image

3
103
11-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
103
  
2020, 30 ივლისი, 0:23
მადლობა სტატიის ავტორს რომ ჩემი პოსტები საინტერესოდ მიიჩნია????????????
2018, 21 თებერვალი, 20:18
მადლობა.:)
2018, 21 თებერვალი, 19:38
საინტერესო იყო
0 1 3