x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გარდაიცვალა პოეტი და ფოლკლორისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტრისტან მახაური


image


ჯერ კიდევ 25 დეკემბერს პოეტმა მიხეილ ღანიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ:



"ტრისტან მახაური ძალიან ცუდად ყოფილა!

ახლახან თბილისიდან შემატყობინეს ძალიან სამწუხარო ამბავი:

ცნობილი ფოლკლორისტი, ლიტერატორი და შესანიშვანი პიროვნება ბატონი ტრისტან მახაური ძალიან ცუდად ყოფილა.

მას ამ ორიოდე წლის წინათ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა კუჭზე, შემდეგ ქიმიებსაც იკეთებდა და თითქოს გამომჯობინდა კიდეც. მაგრამ ვერგამა დაავადებამ კვლავ თავი იჩინა...

ამასწინათ უნივერსიტეტში ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ვნახე და ისეთი გამხდარი და დაუძლურებული მეჩვენა, რომ ლამის ენა მუცელში ჩამივარდა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე.

გუშინ-გუშინწინ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებია. ისეა ტკივილებისაგან დაუძლურებული, რომ საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირსო...

ტრისტანი უსახსროა და მომვლელ-პატრონის ხელიც აკლია.

მე ჭართალაში ვიმყოფები, სოფლის საქმეებში ვარ გახლართული და არც კი ვიცი, როდის ან როგორ შევძლებ თბილისში ჩამოსვლას, რომ ისე და იმდენად მაინც მივშველებოდი, რაც და როგორც შემეძლებოდა.

აბა, უექიმოდ და უწამლოდ ავადმყოფს რა უნდა ეშველოს?

ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით მეგობრებს, ახლობლებსა და ნაცნობებს, ვინც ახლა თბილისში იმყოფებით ან ხელი მიგიწვდებათ კარგ ექიმებსა და კლინიკებზე, რომ დაუკავშირდეთ და დაეხმაროთ ამ დიდებულ ადამიანს!"

image


სამწუხაროა, რომ ვერ ვუშველეთ და ვერ გადავარჩინეთ. იგი არა მარტო თავისი საქმის პროფესიონალი, არამედ ძალიან კარგი პიროვნება იყო. საოცრად კეთილი და თავის საქმესა და სტუდენტებზე შეყვარებული ადამიანი. პირადად ვიცნობდი და მისმა გარდაცვალებამ გული ჩამწყვიტა.


სიცოცხლეში ვერ ვაფასებთ შესაფერისად ასეთ ადამიანებს და მერე ვხვდებით, რა და ვინ დავკარგეთ, როცა უკვე გვიანია.


ტრისტან მახაურის უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტროია, მას ეკუთვნის
წიგნები:
1. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნი IV, „უნივერსალი“, თბ., 2016
2. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნი III, „უნივერსალი“, თბ., 2011
3. ხალხური პოეზიის ანთოლოგია, შედგენილი ზურაბ კიკნაძისა და ტრისტან მახაურის მიერ,
შესავალი წერილით (გვ. 7-9), შენიშვნებითა და ვარიანტებით (გვ. 243-313), ლექსიკონით (გვ.
319-323), საძიებლებით (გვ. 325-333). ქართული წიგნის მხარდაჭერის ფონდი
„მემკვიდრეობა“, თბ., 2010
4. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნი II, „უნივერსალი“, თბ., 2008
5. ლიტერატურული ნარკვევები, „უნივერსალი“, თბ., 2008
6. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნი I, „ამარანტები“, თბ., 2005
7. მოსემ თქვა (ხალხური მთქმელის შემოქმედებითი პორტრეტი და ლექს-კაფიები),
„ეროვნული მწერლობა“, თბ., 2005
8. ქართული ხალხური საგმირო ბალადა (მონოგრაფია), „ლომისი“, თბ., 2003
9. „მე ჯავახეთს რა მიშავდა“ (ისტორიულ-ფილოლოგიური ნარკვევების კრებული.
თანაავტორი ბუბა კუდავა), „უნივერსალი“, თბ., 2003
10. დარდისას გეტყვი (გიორგი ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული), „საარი“, თბ.,
2001
11. ჯვარ-ხატთა სადიდებლები, შესავალი წერილით, ლექსიკონით და საძიებლით
(თანაავტორები: ზურაბ კიკნაძე, ხვთისო მამისიმედიშვილი), „ნეკერი“, თბ., 1998
12. ქართული ხალხური პოეზია, შესავალი წერილით და შენიშვნებით (თანაავტორი: ზურაბ
კიკნაძე), თსუ გამომცემლობა, თბ., 1992

ესეც მისი მოკლე ბიოგრაფია:

image


მას ჰქონდა ძალიან კარგი გადმოცემის ნიჭი, ბალადები და ლექსები სულ ზეპირად იცოდა და მისი ლექციის მოსმენა ერთი დიდი სიამოვნება იყო.


მისი ლექსი " რა გიხარია"


image

ტრისტან მახაური უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა და სხვა ლექტორებისგან სწორედ ამით განსხვავდებოდა.

ბატონო ტრისტან, მომენატრებით!

1
552
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
552
  
2018, 26 მაისი, 15:32
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს!
0 1 1