სისხლის სამართალი ახალი წლის ღამეს მოზარდმა საკუთარი ოჯახი ამოწყვიტა 2018, 2 იანვარი, 13:14 ![]() აშშ-ში, მონმუტის ოლქში, შტატი ნიუ-ჯერსი, 16 წლის მოზარდმა ნახევრადავტომატური შაშხანით ამოწყვიტა საკუთარი ოჯახი:დედ-მამა, უფროსი და და სტუმარი, ოჯახის მეგობარი. ![]() მოზარდმა ცეცხლი გახსნა ახალი წლის დადგომამდე 17 წუთით ადრე, სამართალდამცავები ჯერჯერობით არ ახმაურებენ ოჯახის ზუსტ მისამართს, აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ ტრაგედიას გადაურჩნენ პაპა-ბებია და ძმა, რომლებიც იმ მომენტში სახლში არ იყვნენ. დაღუპულები არიან:მამა- 42 წლის სტივენ კოლოგი, დედა-42-ის ლინდა კოლოგი, 18 წლის და-ბრიტანი და ოჯახის სტუმარი მერი შულცი 70-ი წლის. ![]() სამართალდამცავები არკვევენ ტრაგედიის მიზეზს, როგორც მონმუტის ოლქის პროკურორატურის წარმომადგენელმა კრის გრამიჩიომ აღნიშნა, 16 წლის მოზარდი გასამართლდება როგორც ზრდასრული, მას ბრალი უახლოეს 48 საათში წარედგინება.იუწყება NBS News ![]()
308 9-ს მოსწონს
|