სისხლის სამართალი ეგვიპტელი მოსამართლე ითხოვს, პირდაპირ ეთერში ჩამოახრჩონ ბიჭი, რომელმაც გოგონა იმიტომ მოკლა, რომ ცოლობაზე უარი უთხრა 2022, 26 ივლისი, 17:48 ![]() 6 ივლისს, უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის მოჰამედ ადელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო თავის თანაკურსელის, მანსურ ნაირა აშრაფის მკვლელობის გამო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამჟამად სასამართლო ითხოვს მისი სიკვდილით დასჯა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცეს, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულები აღარ მოხდეს. მოსამართლის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია: „მაუწყებლობამ, თუნდაც ის იყოს მხოლოდ პროცესის დაწყების ნაწილი, შეიძლება უფრო მიაღწიოს დასახულ მიზანს(ნაგულისხმებია დაშინება), რაც ვერ იქნა მიღწეული თავად განაჩენის გადაცემის დროს “. ![]() გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, განრისხებულმა გამვლელებმა ადელი გააკავეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მას დანა ეჭირა ხელში და გოგონას უსიცოცხლო სხეულთან იდგა. ნაირა აშრაფის ჭრილობები კისრისა და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, იტყობინება ადგილობრივი მედია. ![]() 21 წლის მოჰამედ ადელმა გოგონას მოკვლა მას შემდეგ გადაწყიტა, როდესაც მან ქორწინებაზე უარი უთხრა. ![]() სასამართლომ 28 ივნისს წინასწარი გადაწყვეტილება მიიღო მის სიკვდილით დასჯაზე, ერთი კვირის შემდეგ კი დაადასტურა განაჩენი. სააპელაციომ შეაჩერა განაჩენი, რომელიც 24 ივლისს გამოცხადდა. 1468 3-ს მოსწონს
|