სხვა ვიქტორინა: რამდენად კარგად იცით ქართული მულტფილმები? 2018, 2 იანვარი, 10:05 ქართული მულტიპიკაციის ისტორია 1936 წლიდან იწყება, როდესაც რეჟისორი ლადო(ვლადიმერ) მუჯირი ქმნის პირველ ნახატ ფილმს "არგონავტები", (მხატვარი ლადო გუდიაშვილი)მასვე ეკუთვნის პირველი ფერადი მულტფილმი "ჩიორა". ქართული მულტიპიკაციის აღორძინების პერიოდი იწყება გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც აკაკი ხინთიბიძე ზედიზედ იღებს მულტფილმებს, რომელიც ქართული ანიმაციის შედევრებად ითვლება(მათ შორის "წავი ჩუკა"(1953)"ჩხიკვთა ქორწილი"(1957) "მტრობა"(1959)"ნახევარწიწილა" (1962)და სხვა. ამავე პერიოდში იწყებს მოღვაწეობას ვახტანგ ბახტაძე, როემლმაც ყველასთვის საყვარელი ანიმაციური ფილმები შექმნა და მრავალი საერთაშორისო პრიზებიც დაიმსახურა, 1960-იანი წლებიდან იწყება თოჯინური ფილმების გადაღებაც, 1961 წელს გამოდის პირველი თოჯინური ფილმი "სიკო და ნიკო"(რეჟისორი შ.გედევანიშვილი) ახლა კი გაეცანით ტესტ-ვიქტორინას "რამდენად კარგად იცით ქართული მულტფილმები?"-გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს! 4841 12-ს მოსწონს
|