მაქსიმ გალკინი Instagram-ის საკუთარ გვერდზე საახალწლო მილოცვას აქვეყნებს, რომელიც მეუღლესთან, 68 წლის რუსული ესტრადის პრიმადონასთან ალა პუგაჩოვასთან და 4 წლის ტყუპ შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს ერთვის.
" ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ 2018 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს და მშვიდობას თქვენს ოჯახებში! დაე ამ წელმა მოგიტანოთ თქვენ ბევრი მოულოდნელი სიხარული! თქვენი ალა, მაქსიმი, ლიზა და გარი. " - წერს მაქსიმ გალკინი.
შეგახსენებთ რომ წყვილს 2013 წელს ტყუპი გოგო და ბიჭი ეყოლათ სუროგატის მეშვეობით.
41 წლის გალკინი ალა პუგაჩოვაზე 27 წლით უმცროსია.