ჯანმრთელი კვება რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს! 2019, 3 იანვარი, 9:05 ტყუილად არ უწოდებენ ბროწეულს სამეფო ხილს. და ეს, არა მხოლოდ მის "გვირგვინთანაა" კავშირში, არამედ იმ უამრავ სასარგებლო ნივთიერებებთან და უნიკალურ შემადგენლობასთან, რომელიც მასშია თავმოყრილი, რის გამოც ბროწეული ფართოდ გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით. აღნიშნული ხილი შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც არაჩვეულებრივ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. გამოსცადეთ საკუთარ თავზე. შედეგით ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებით! როგორც აღმოჩნდა, ბროწეულის წვენში 15 სახეობის ამინომჟავა შედის, აქედან 6 მხოლოდ ხორცში აღმოაჩენთ. ასე რომ, თუ გადაწყვიტეთ ხორც-პროდუქტეზე უარი თქვათ, შეგიძლიათ ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებები სწორედ რომ ამ ხილისგან მიიღოთ. სტატიაში მოგითხრობთ ბროწეულის საოცარი თვისებების შესახებ. წაიკითხეთ და დასკვნები თავად გააკეთეთ. ბროწეულის სასარგებლო თვისებები ბროწეულის კურკა შეიცავს ზეთებს, რომელიც აღადგენს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს. განსაკუთრებული ყურადღება ქალებმა უნდა მიაქციონ, რამდენადაც ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს, აგაცილებთ თავის ტკივილებს და ეხმარება კლიმაქსის დროს. ამასთან, ასრულებს ბუნებრივი ინსულინის ფუნქციას – ძალიან სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს. 0, 5 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი დღეში 4-ჯერ სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. ზრდის ჰემოგლობინის დონეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ანემიით იტანანჯებიან, რეკომენდირებულია 0.5 ჭიქა წყალში გაზავებული ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 თვის მანძილზე. ახდენს პირის ღრუს დეზინფექციას ბროწეულის ქერქის ნახარში ხსნის ტკივილს და ახდენს ყელისა და პირის ღრუს დეზინფექციას სტომატიტის, ფარინგიტის და ანგინის დროს. ამცირებს არტერიულ წნევას ბროწეული მნიშვნელოვანია ჰიპერტონიკებისთვის, რამდენადაც უნარი აქვს შეამციროს არტერიული წნევა ორგანიზმისთვის რაიმე სახის ნეგატიური შედეგების გარეშე. ამასთან, ეს ხილი ფლობს დამამშვიდებელ თვისებას. იმისთვის რომ ნერვიული სისტემა დამშვიდდეს, გათავისუფლდეთ უძილობისა და შფოთვისგან, საჭიროა მიიღოთ ჩაი და ბროწეულის გამხმარი გარსი დაუმატოთ. აუმჯობესებს მეხსიერებას როგორც აღმოჩნდა, ყოველდღიურად 8 გრ. ბროწეულის წვენის მიღება 4 კვირის მანძილზე აუმჯობესებს ვერბალურ და თვალის მეხსიერებას. ხსნის ანთებას ღვიძლის, თირკმელების, სისხლძარღვების, თვალის და სასქესო ორგანოების დაავადებების დროს ექიმები გირჩევენ მიიღოთ ბროწეულის ქერქის ნახარში. იმისთვის რომ მოამზადოთ, საჭიროა 2 ჩ.კ. დაფქულ ქერქს დაასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი და ადუღოთ სითხე 30 წუთის მანძილზე წყლის აბაზანაზე. შემდეგ გადაწურეთ ნახარში და დაუმატეთ მდუღარე წყალი. ამ საშუალებას დღეში 2-3-ჯერ იღებენ, 50 გრ.-ს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ამცირებს შიმშილის გრძნობას დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ბროწეულის წვენი ეხმარება წონის ნორმალიზებას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ეფექტი წვენში არსებული პოლიფენოლებით მიიღწევა, რომელიც ცნობილია მადის დამთრგუნველი თვისებებით.
იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან ბროწეულის ჩართვა თქვენს რაციონში, მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილის რისკს. ამასთან, 0, 5 ჭიქა ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ იცავს ორგანიზმს გულის შეტევისა და ინსულტისგან. დაიხსომეთ, რომ ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ, ამიტომ ეცადეთ მიიღოთ სწორი და სასარგებლო პროდუქტები. ნუ დაივიწყებთ, რომ ყველაზე ძლიერ და ჯანმრთელ ორგანიზმსაც სჭირდება ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფა. იმედს ვიტოვებთ დაგარწმუნეთ იმაში, რომ ბროწეულს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს თითოეული ადამიანის კვების რაციონში. ასევე დაგაინტერესებთ: რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება რომელ მინერალს, რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის? 9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ! თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! 15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის 3707 11-ს მოსწონს
|