ფსიქოლოგია ტესტი მთვარეზე ფსიქოლოგებისგან– აირჩიეთ ერთი და გაიგეთ რას აღნიშნავს 2017, 29 დეკემბერი, 21:06 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან. დღევანდელი ტესტი დაფუძნებულია მთვარეზე, რომლის მოცემული ექვსი ვერსიიდან უნდა აირჩიოთ თქვენი რჩეული ერთი და შედეგად წაიკითხოთ მისთვის განკუთვნილი დახასიათება. 1. თუ თქვენი რჩეული პირველი მთვარეა, ეს ნიშნავს რომ თვითდაჯერებისა და სიმტკიცის დეფიციტს განიცდით. გიყვართ ისეთ საზოგადოებაში ტრიალი, სადაც უსაფრთხოება და სიმშვიდე სუფევს. ისწავლეთ გარშემომყოფების ნდობა და გაეცით მეტი სიყვარული, რომელიც ასმაგად დაგიბრუნდებათ. ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. 2. თუ თქვენი რჩეული მეორე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ თქვენ ძალიან გულუხვი, კეთილი და ყურადღებიანი ადამიანი ხართ. მუდმივად ცდილობთ გააუმჯობესოთ ყველაფერი პირადში და თქვენს ირგვლივ. ისწავლეთ სამყარო აღიქვათ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. სურვილები ყოველთვის არ სრულდება, ამიტომ სჯობს გახდეთ უფრო მომთმენი და დაგმოთ პრინციპები. 3. თუ თქვენი რჩეული მესამე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ უწყვეტი ენერგია. სამყაროს ოპტიმისტურად უყურებთ. მატერიალური კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავად შრომობთ, რადგან სტაბილურობა და იმედიანად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. ყველაფერს დიდი მოთმინებით უდგებით, რის გამოც ხშირად უშვებთ შეცდომებს. სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან შეცდომებზე სწავლობთ შემდეგ და მეტი დაბრკოლება უფრო გაახლოვებთ წარმატებასთან. 4. თუ თქვენი რჩეული მეოთხე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ გარშმომყოფების თვალში პატივსაცემი ადამიანი ხართ. არაა საჭირო ყოველთვის სიამოვნება და კმაყოფილება მიანიჭოთ მათ, პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნეთ. ისწავლეთ თქვენი უნიკალურობისა და ღირებულებების აღიარება და განახორციელეთ ნიჭი და იდეები, რომლებიც უხვად გაქვთ. 5. თუ თქვენი რჩეული მეხუთე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ სასწაულად ენერგიული და ვნებიანი ადამაიანი ხართ. შეგწევთ უნარი გაიხაროთ იმ მომენტებით, რომლებსაც ცხოვრება გჩუქნით. კარგად გამოგდით თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში და ხართ ძალიან მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართაც. დროა ისწავლოთ გრძნობების გამოხატვა. ბევრი ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან და იყავით მართალი, რაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას. 6. თუ თქვენი რჩეული მექვსე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ თქვენ ხართ ემოციური, პრაქტიკული და კეთილი ადამიანი. შგიძლიათ ცხოვრებით ტკბობა. მიკეუთვნებით იმ კატეგორიას, რომლებიც მიირთმევენ ბევრ ტკბილეულს, უყვართ მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა და გვიან წვებიან დასაძინებლად. ეს ყველაფერი შთანთქავს თქვენს ენერგიას. ისწავლეთ ზომიერება როგორც საკვების მიმართ, ასევე სამსახურსა და ურთიერთობებში. დაგეგმეთ დღე სწორად და გაიმყარეთ რეჟიმი, რაც გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას და შეღებავს ცხოვრებას ახალი ფერებით. იხილეთ აგრეთვე: ● ტესტი: ამოირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ რას ამბობენ თქვენზე ფსიქოლოგები ● ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფნი ● აირჩიეთ ხე და გაიგეთ ხართ თუ არა მოღალატე ● ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებს ● ამოირჩიეთ თვალი და ნახეთ რას განსაზღვრავს ის ● ამოირჩიეთ ვაშლი და აღმოაჩინეთ თქვენი თვისებები ● იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს? ● იცოდით რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე? 1225 16-ს მოსწონს
|