x
image
კატაპულტი
მომატებული ტარიფები თბილისის მოსახლეობისათვის -სემეკის მზაკვრული გათვლა
image

ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური გახდა ელექტრო-ენერგიისა და წყლის ტარიფის გაზრდა.ისედაც მომატებულ ფასებს საყოფაცხოვრებო და საკვებ პროდუქტებზე ახლა კომუნალური გადასახადების ზრდაც დაემატა. მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრო-ენერგიის ფასი 1, 5 თეთრით გაიზრდება, წყლის გადასახადი კი გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის 6 თეთრით მოიმატებს, სულადობაზე კი- 75 თეთრით.

სემეკის ეს გადაწყვეტილება საახალწლო სიურპრიზს ჰგავს დედაქალაქელებისათვის და სწორედ ეს გათვლა ჰქონდათ, სავარაუდოდ, სემეკის წევრებს.უფრო რომ დავაკონკრეტოთ, საახალწლო აურზაურში ნაკლებადაა მოსალოდნელი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი.დღესასწაული ჯერ-ჯერობით გადაფარავს ტარიფების მომატებას, თუმცა როდესაც მომატებული გადასახადი მიუვა ოჯახებს, არავინ იცის, რამდენად შეეგუებიან ისინი ზედმეტი თანხის გადახდას.

ალბათ, მოქალაქეთა უმრავლესობას წინასაარჩევნო დაპირებები გაახსენდა, როდესაც თითქმის ყველა პარტია ელექტრო-ენერგიაზე, წყალსა და გაზზე ფასების დაწევას გვპირდებოდა, თუმცა, როგორც წესი, პირიქით მოხდა, და ეს მაშინ, როდესაც ზამთრის პერიოდში ყოველთვიური 20- ლარიანი დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის გააუქმეს იმ მოტივით, რომ ამას ფასის მატება არ გამოეწვია.


ასე რომ, მოსახლეობას ჯერ საახალწლო სუფრაზე მოუწევს ზრუნვა, შემდეგ კი გაძვირებულ ელექტრო-ენერგიასა და წყალზე.ყველაფერთან ერთად კი ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ პენსია არ გაზრდილა და “საყოველთაო ჯანდაცვა" არასაყოველთაო გახდა.

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0