საზოგადოება თუ გინდათ, პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით ტერორისტებს 2017, 27 დეკემბერი, 19:46 „დღეს ჩვენ ცუდს არავის ვუკეთებთ. ეს ყველაზე მშვიდობიანი ადგილია, მაგრამ ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ ვიყოთ საზიანო, ტერორისტები, ექსტრემისტები და ბევრი ცდილობს, რომ ეს იარლიყი მოგვაკეროს. თუ გინდათ, რომ პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით ტერორისტებს. თუ თქვენ არ შექმნით ტერორისტებს, აქ ტერორისტები არ იქნებიან“, - განაცხადა პანკისში დღეს გამართულ საპროტესტო შეკრებაზე ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა, თეოლოგმა თემურ ქავთარაშვილმა. „თუ თქვენ გგონიათ რომ ჩვენ გაყოფილები ვართ და ერთნი არ ვართ, დღეს კარგად ჩანს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ. თუ თქვენ ამბობთ, რომ უფროსებს არ უსმენენ, უფროსები აქ, ჩვენს წინ დგანან. თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენს შორის შუღლია, შუღლი რომ იყოს აქ არ ვიდგებოდით. ძვირფასო ძმებო, საერთო აზრზე ვიყოთ, უფროსებს მოვუსმინოთ, უმცროსების აზრი გვერდზე არ გადავდოთ და უმცროსებსაც მოვუსმინოთ“, - აღნიშმა თემურ ქავთარაშვილმა. პანკისში დღეს საპროტესტო შეკრება გაიმართა, რომელსაც 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეებმა პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ, ერთ-ერთი დაკავებულის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრა გააპროტესტეს. მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აქციის მონაწილეების თქმით, ხუთივე პირის დაკავება, ვინც სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, "სახლებში სპეცრაზმის დაცემის" გარეშეც შეიძლებოდა. 235 3-ს მოსწონს |
ჩადით ხეობაში და იკითხეთ რამდენი ქისტია დაღუპული ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ, როცა სამაჩაბლოში ბათირაშვილის გარდა არავის უნახავს ქართველების მხარეს მებრძოლი ქისტი, არაა ეს ხალხი ინტეგრირებული სახელმწიფო სტრუქტურებში.
წმენდის მომხრე დღესაც ვარ, ვაჰაბიტები გასაყრელია, ჩეჩნებიც უკანაა მისაყოლებელი და ნებისმიერი სახის არარეგისტრირებული იარაღია ამოსაღები, მბლობელი კი დასაკავებელი.
გადმობირებული კაცის ნაომარი არ გაიშვას არსად, კაცმა არ იცის მტერს ესვრის თუ მოყვარეს.
უსასტიკესად, კანონის სრული დაცვით უნდა დაისაჯოს ის პირი ვინც ესროლა იმ ბავშვს, ასევე უნდა დაისაჯოს ის ქისტი იქნება თუ ქართველი, ვინც სახელმწიფოს მუქარის ენით ესაუბრება მედიით.
ამიტომ ვთქვი დაღუპული ბიჭის მამა ვაჟკაცია მეთქი.
არ გვჭირდება ხეობაში დევნილი ჩეჩნები, ზედმეტი თავის ტკივილია, მათი ხეობაში ჩამოსვლის მერე დაიწყო კახეთიდან ხალხის გატაცება და ნარკოტიკების გავრცელება.
სულაც არა ვართ ვალდებული ჩვენს ტერიტორიაზე ვამყოფოთ პოტენციური ტერორისტები.
ქისტებს უნდა ხელის შეწყობა და ხშირი დიალოგი, რათა მოხდეს მათი სრული ინტეგრირება სახელმწიფო სტრუქტურებში, ძალოვან უწყებებში და აი ამის მერე ხეობაში ვერ გაიჯეჯილებენ ვაჰაბიტები.
2.კი ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ ამ "მოქალაქეების" გარკვეული ნაწილი აფხაზეთში გვებრძოდა.
თარხან ბათირაშვილის გარდა ერთ ხეობელს ვერ დამისახელებს ვინმე ვინც 2008 წელს ჩვენს გვერდით ებრძოდა ოკუპანტ რუსებს.
3.ქისტები საუკუნეებია ცხოვრობენ საქართველოში და არათუ არ უნდათ ადაპტირება, არამედ გარკვეულ საფრთხესაც წარმოადგენდნენ ერთი პერიოდი.
4.ხეობაში ჩასატარებელია "წმენდა", რაშიც იგულისხმება: არარეგისტრირებული იარაღის ამოღება, აქ ცხოვრების ნებართვის არ მქონე პირების დეპორტი, წინააღმდეგობის გამწევის ლიკვიდაცია ადგილზევე.
5.ის ქისტები, რომლებიც იმუქრებიან, უნდა დაექვემდებარონ სისხლის სამართლის დევნას.
გადმობირებული კაცი მებრძოლად არ ვარგა, მებრძოლი მისი სურვილით უნდა იდგეს სამშობლოს დასაცავად.
ეს ფრაზები თქვეს მიერ ქვემოთ გაკეთებული კომენტარებია, ახლა თუ გინდა პირდაპირ დაარქვთ თუ გინდათ ირიბი და ''მე არ ვცდები''
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან რომელიმე ლიდერის ჩასვლას მაგას ვაჯკაცობა ჭირდება, მაგრამ შეიძლება ადვილი სამიზნეც გახდეს ასე რომ ამ საკითხსაც ანალიზი ჭირდება.
მე ვამბობდი და ვამბობ: ხეობიდან უნდა წავიდნენ სადაც უნდათ ეთნიკური ჩეჩნები, რომლებისგანაც ცუდის მეტი არაფერი გვახსოვს.
მამაჩემის მეგობარი იყო გენერალი ისა მუნაევი, ჩეჩენი ხალხის ნამდვილი სახე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.
მაგრამ მე მახსოვს შამილ ბასაევი, რომლის ბანდა ქართველებს მიხოცავდა აფხაზეთში.
ხეობა გასაწმენდია ვაჰაბიტებისაგან, რომელთა იდეოლოგიამ შეიწირა ის საწყალი ბავშვი.
მე ვაღიარებ ერთს: სპეცრაზმელმა სავარაუდოდ გამოუცდელობის გამო ესროლა იმ ბავშვს და არა ბრძანებით!
ის უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით და ეს მაგალითი უნდა იყოს სხვებისათვის.
მაჩალიკაშვილი ვაჟკაცი კაცია, მან განაცხადა: მე ვენდობი ხელისუფლებას და მე მინდა ვნახო მართლმსაჯულების აღსრულებაო!
პირადად მე ან პრემიერი, ან პრეზიდენტი ან შსს–ს მინისტრი, რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ჩავიდოდი ხეობაში და ოჯახს მივუსამძიმრებდი და პირობასაც მივცემდი, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯებოდა.
ქისტები კი დროა ინტეგრირდნენ სახელმწიფოში, საუკუნეებია აქ ცხოვრობენ.
ჩემზე, რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დღეს თარხან ბათირაშვილი ცოცხალი იქნებოდა და რომელიმე სპეცრაზმის ოფიცრად იქნებოდა.
შემდეგში მდგომარეობს სწორედაც რომ უნდა გავითვალიწინოთ ხეობელების აზრი წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მოკავშირეები დაკარგავენ ისედაც შელახულ ავტორიტეტს.
მინდა შეგახსენოთ რომ დღევანდელი ომი რომელშიც ჩვენდა სამწუხაროდ უკვე ჩაბმული ვართ სხვა ფორმით მიმდინარეობს და მას ტერორიზმი ჰქვია, საქმე იმაშია თუ რამდენი მოკავშირე გადავა მოწინააღმდეგე მხარეს.
მაჩალიკაშვილების გვარი უკვე იძულებულია რომ საქართველოს წინააღმდეგ ''იბრძოლოს'' ყოველ შემთხვევაში ჩვენი მთავრობის მხარეს გულითაც რო უნდოდეს ვერ იქნება, ასევეა სხვა გვარები, ამას ყველაფერს შესწავლა ჭირდება და მიდგომაა შესარჩევი...!
მისმა იდეოლოგიურმა მოწოდებებმა მიიქცია სუსის და შსს–ს ყურადღება, ჩატაევის მსგავსი გარეწრები კი ადვილად ახერხებენ ბავშვების ჩართვას მათ ქსელში.
სპეცრაზმელმა დაუშვა შეცდომა, რის გამოც იმედია დაისჯება, მაგრამ ამის ფონზე პანკისელებმა ომი დაიწყონ აბსურდულია.
პანკისში ბევრი ქართველია თავის დროზე გატაცებული და დაკარგული, მაგრამ ამის გამო ხეობა არ დაურბევიათ.
მე ვუსამძიმრებ მამას, როგორც იშვიათად წესიერ და ვაჟკაც კაცს.
მეც მაგას ვიძახი რომ არ შესწევს საქართველოს სახელმწიფოს სპეცოპერაციის ჩატარების უნარიც კი, ან კარგად დაგეგმილ ღალატთან გვაქ საქმე. ამიტომაც გავიმეორებ მაჩალიკაშვილის საქმე ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული და არა ახლობლების მიერ.
მე ვუსამძიმრებ საწყალი ბავშვის ოჯახს, მაგრამ სპეცოპერაციისას ყველაფერს ვერ გათვლი.
სავარაუდოდ სიბნელეში ღამის ხედვის ხედვის კამერით აღჭურვილმა სპეცრაზმელს ტელეფონი იარაღი ეგონა და ეგრევე ესროლა საწოლში წამომჯდარ ბავშვს, თან ტყვიაც ეტყობა ექსპანსიური იყო რაკი გამჭოლ გასული ტყვიის გულის გარდა ტვინში აღმოაჩინეს მეტალის ნაწილაკიც.
ანუ გამოყენებული იყო ტყვიის გულა, რომელიც მოხვედრის მერე იშლება.
სახელმწიფოს ღალატი იცით რაა?
სამშობლოს ღალატია ჩვენი ქვეყნის შვილები ტერორისტული ორგანიზაციის დროშის ქვეშ, რომ იბრძვიან ერაყში და სირიაში და ქრისტიანებს ხვრეტენ, ქალებს სექს–მონებად იყენებენ ბავშვების ჩათვლით და საკულტო ნაგებობებს ანადგურებენ მათ შორის მეჩეთებსაც კი.
მე იმის თქმა მინდა რომ გვერდი ფეისბუკზე არაა საკმარისი მტკიცებულება თავში ტყვიის სასროლად და არ შეიძლება იმ სპეცოპერაციის დამგეგმავის დაცვა.
აუცილებლად ობიექტურად უნდა იქნეს გამოძიებული მაჩალიკაშვილის საქმე და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს
სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.
შეგნებულად თუ გაუაზრებლად ამ სპეცოპერაციამ კიდევ უფრო გააღრმავა შუღლი საქართველოსა და პანკისის ხეობის მოსახლეობას შორის, ეს კი სახელმწიფო ღალატია სხვა არაფერი.
ასე რომ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და მწამს რომ ძალადობა წარმოშობს ძალადობას.
ჩვენ აუცილებლად უნდა დავიმეგობროთ ხეობაში მცხოვრები ხალხი!