საზოგადოება ავტობუსი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა!– არის მსხვერპლი 2017, 26 დეკემბერი, 17:26 2017 წელი საოცრად დახუნძლულია წლის მანძილზე მომხდარი საშინელი ამბებით მსოფლიოს გარშემო. მრავლად იყო სტიქიური უბედურებები და ტყის მასივების ხანძრები; ტერაქტები; ძარცვა; მკვლელობები. გუშინ, 25 დეკემბრის დღის საათებში, რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში "მოჟაიკის გზატკეცილზე" ავტობუსმა ხალხის ნაკადს გადაუარა.
მეტრო სადგური"სლავიანსკი ბულვარის" მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდნილმა ავტობუსმა ხალხი გაიტანა. მომხდართან დაკავშირებით ორი ვერსია განიხილება: ერთის თანახმად– ავტობუსს დაეჯახა სხვა ავტომობილი, რამაც მისი მოძრაობის მიმართულების შეცვლა გამოიწვია და ჩავარდა მიწისქვეშა გადასასვლელში; მეორე ვერსიით კი ავტობუსს უმტყუნა მუხრუჭებმა. დაიბადა ეჭვი მესამე ვერსიაზე, რომელიც ტერორისტულ აქტს უკავშირდება, თუმცა ტერორისტული თავდასხმის ვერსია ჯერ–ჯერობით არ განიხილება. შემთხვევის ადგილზე სამი სამედიცინო ვერტმფრენი BK-117 ჩაფრინდა. მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებით მსხვერპლის და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. "მომხდარის შემთხვევის ადგილზე სწრაფად მოხდა რეაგირება და მობილიზდა სამედიცინო სამსახური, რომელთაც კარგად გაართვეს თავი თავიანთ საქმეს. მსხვერპლის და დაშავებულების რაოდენობა დგინდება"– განაცხადა მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 4–5 და დაშავდა 15 ადამიანი. 85 14-ს მოსწონს
|