x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში გამოცდიან ახალ რევოლუციურ პრეზერვატივს,რომელიც 2018 წლიდან შემოვა ხმარებაში

image

მეცნიერების გათვლით ახალი კონტრაცეპტივი გაყინავს სპერმატოზოიდს 72 საათი.

2018 წლის გაზაფხულზე აშშ-ში დაიწყება ახალი ჰორომონალური კონტრაცეპტივის გამოცდა, გელს გამოცდიან 400-ზე მეტ მამაკაცზე იტალიაში, დიდი ბრიტანეთში და აშშ-ში, იუწყება გამოცემა MIT Technology Review.



ახალი კონტრაცეპტივი შეიცავს ორ სინთეტიკურ ჰორმონს: ტესტოსტერონს და ქალის სტეროიდს, - პროგესტერონს.

დღესდღეობით მამაკაცები სარგებლობენ ორ დამცავ საშუალებას: ეს არის კლასიკური პრეზერვატივი და ვაზექტომია(თესლგამომტანი სადინრის გამავლობის ბლოკირება ან ამოკვეთა)

პრეზერვატივს აქვს თავის უარყოფითი თვისებები, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს მისი გამოყენება, ამასთანავე ხარისხიც არაა სახარბიელო, რა დროსაც ხანდახან იხევა კიდეც, რაც შეეხება ვაზექტომიას, საკმაოდ სარისკო პროცედურაა, რა დროსაც ზოგჯერ რეპროდუქციული ფუნქციების აღდგენა ვერ ხერხდება და მამაკაცები უშვილოები რჩებიან.

ახალი გელი მამაკაცებმა წინამხარზე უნდა წაისვან, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მალამო სპერმატოზოიდის აქტივობას 72 საათი გაყინავს.

-ამ პროცედურის გაკეთება საკმაოდ მარტივია, ერთადერთი რაც ევალება მამაკაცს, ისაა, რომ არ დაავიწყდეს გელის წასმა-ამბობს პროგრამის დირექტორი დიანა ბლიტი, კონტრაცეფციის განვითარების ნაციონალური ინსტიტუტიდან.

image


ახალი დამცავი საშუალება უკვე გამოიცადა ბოცვრებზე და ეფექტი 100%-ია.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კონტრაცეპტივის ახალი სახეობას ძალზე ბევრი უპირატესობა აქვს, წყვილს ყოველთვის შეეძლება აკონტროლონ ბავშვის ჩასახვა, ამასთანავე არსებობენ ქალები, რომლებსაც სამედიცინო თვალსაზრისით არ შეუძლიათ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების ხმარება, მეცნიერები იმასაც აღნიშავენ, რომ სექსის წინ ალკოჰოლის მიღებისას წყვილებში მკვეთრად კლებულობს პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს.

image

იხილეთ სხვა სიახლეები

0
560
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0