x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად სახლის პირობებში– შედეგი გამაოგნებელია
ხალიჩის დიზაინი აერთიანებს ოთახში არსებულ ყველა ნივთს და ქმნის ერთიან ჰარმონიულ სურათს. ამავდროულად კი ის აკავებს სიცივეს და ცივ ზამთარში საუკეთესო სარჩელია თქვენი იატაკისთვის. განასხვავებენ ასევე ხალიჩის სტილს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ყოველი მათგანი ხდება მტვრის ნაწილაკებისა და ნარჩენების ბუდე და ადვილად ისვრება. ოთახის ერთ–ერთი მთავარი საკაზმი კი სულაც არ არის ჩვენი პრაქტიკული ცხოვრების მარტივი ელემენტი. მისი დასუფთავება მხოლოდ მტვერსასრუტის საქმე არ არის, არსებული ჩამჯდარი ჭუჭყისა და ლაქების ამოყვანა სახლის პირობებში დამეთანხმებით რომ რთულია, ამიტომ წელიწადში ორჯერ მაინც გვიწევს მისი ქიმწმენდაში წაღება, რაც ასევე გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული.


image


დღევანდელ სტატიაში გასწავლით მეთოდს, თუ როგორ გავწმინდოთ ის მარტივად სახლის პირობებში, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ თქვენი ბიუჯეტი და არანაკლებ ეფექტურია ვიდრე ქიმწმენდაში შესრულებული რეცხვა.


ამისათვის დაგჭირდებათ:



● ძმარი ჭიქის მესამედი.

● 1 სუფრის კოვზი სოდა.

● 1 სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი.

● წყალი (წყალი უნდა იყოს მდუღარე და რაოდენობა განსაზღვროთ თვალის ზომით)



ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და ჩაასხით შესასხურებელთავიან (პულვერიზატორი) ჭურჭელში. შეასხურეთ ხალიჩაზე მთელი ნაზავის რაოდენობა და გახეხეთ მაგარი ჯაგრისით (ჩოთკი). სუფთა, სველი, კარგად გაწურული ტილოთი მოწმინდეთ ხალიჩა კარგად და დააცადეთ ცოტახანს გაშრეს.


image


ცდად ღირს– ძალზედ მარტივი, თუმცა საოცრად ეფექტური მეთოდია, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.




იხილეთ აგრეთვე:



როგორ გავწმინდოთ სამკაულები ძველებურად რომ იბრწყინოს?image





როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს. ეს და სხვა ხრიკებიimage





როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათimage


0
30822
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
30822
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0