x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134847
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509257
2018 წლიდან ყველა სოციალურად დაუცველის დასაქმება იწყება

image


სოციალური მომსახურების სააგენტო და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების კუთხით ახალ პროექტს განახორციელებს. პროგრამა რეგიონებსაც შეეხება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, 2018 წელს ჩამოყალიბდება სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს საკუთარი თავი შრომით ბაზარზე გამოსცადონ.
„მომავალ წელს ახლებურად ჩამოვაყალიბებთ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამებს, ეს პროექტი განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და, პირველ რიგში, ითვალისწინებს სწორედ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამუშაოს შეთავაზებას.პროექტი დაიწყება 2018 წელს და გულისხმობს იმას, რომ რეგიონებში თავისუფალი სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რათა მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და რეგიონებში დასაქმების სერვისების განვითარება უზრუნველვყოთ“- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0