x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
აფხაზეთი სავსეა საქართველოდან შემოტანილი პროდუქციით, რასაც არ ვემხრობით - ხაჯიმბა

image

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ბაზარი საქართველოდან შეტანილი პროდუქციით არის სავსე, რის გამოც აუცილებელია, საზღვარზე საქონლის გადაადგილება გაკონტროლდეს. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ საბაჟოს გახსნა „საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას არ ნიშნავს“.
„სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ საბაჟო პუნქტი ომის შემდეგ მუშაობდა და საბაჟო გადასახადიც იყო, თუმცა მოგვიანებით პუნქტი დაიხურა.
„არავინ ამბობს, რომ საქართველოსთან სახელმწიფო დონეზე ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას ვაპირებთ, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარეს სრულიად სხვა ადამიანებმა, რომლებიც ამ საზღვარზე მუშაობენ.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ საქართველოდან საზღვრის გავლით საქონელი აფხაზეთში ხვდება. ეს ნაკადი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. აფხაზეთის ყველა ბაზარში საქართველოდან შემოტანილი ან საქართველოში დამზადებული საქონელი იყიდება.
რატომ უნდა ვაძლევდეთ ზოგიერთი კატეგორიის ხალხს ჩვენს ბაზარზე დემპინგის საშუალებას. ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას კი არ ვემხრობით, არამედ უფრო მკაცრი კონტროლის პროცესს და სახელმწიფოსთვის შესაბამისი შესაძლებლობების მიღებას ვუჭერთ მხარს. აფხაზეთის ტერიტორიიდან თხილი გააქვთ, რომელიც საბაჟო გადასახადებს ექვემდებარება. ეს თემა ჯერ ღიაა, განიხილება, ხოლო ტვირთი, რომელიც იმ მხრიდან გადმოდის, ფასთან კავშირში, არ შემიძლია ვთქვა, რომ შეედრება ტვირთს, რომელსაც რუსეთ-აფხაზეთის და საზღვაო საზღვრით ვუშვებთ, მაგრამ ის საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ვკარგავთ დიდ თანხებს. ამიტომ ეს საკითხები უნდა დამუშავდეს და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს შესაძლებლობები“, – ციტირებს „სპუტნიკ აბხაზია“ დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას.
1
194
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
194
  
2017, 23 დეკემბერი, 11:45
მივესალმები ყველა იმ ქართველ მეწარმეს რომელიც აფხაზეთში დემპინგით არის დაკავებული, დღეს ფრონტის ხაზი როგორც რეალობა გვიჩვენებს ეკონომიკაზე გადის, რომელიც საკმაოდ აწუხებს ბატონ ხაჯიმბას. იმედი მაქ საქართველოს მთავრობა შეეცდება მაინც ამ რეალობის გამოყენებას, თუ დაფიქრდებით მეგობრებო წინ დიდი პერსპექტივებია ამ მიმართულებით, ოღონდ ძალიან ფრთხილად და მოთმინებით, სიჩქარე ნამდვილად არაა საჭირო.
0 1 1