სისხლის სამართალი იტალიაში დამკრძალავი ბიუროს შეკვეთით მედმუშაკმა 50 პაციენტი მოკლა 2017, 22 დეკემბერი, 21:09 იტალიაში დააკავეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედიკოსი, რომელიც ეჭვმიტანილია 50 პაციენტის მკვლელობაში, ამის შესახებ იუწყება იტალიური გამოცემა Quotidiano.
გამოძიების მტკიცებით 42 წლის დევიდე გაროფელოს, პაციენტებს ვენაში ინექციის დროს უშვებდა ჰაერს, რის შემდეგაც ვითარდებოდა ემბოლია და ისინი იღუპებოდნენ. შოკირებული ნათესავები სანამ გონზე მოვიდოდნენ "მზრუნველი დევიდე" ჭირისუფლებს ასწვალიდა "იაფ დამკრძალავ" ბიუროს, რომელიც სიცილიურ მაფიასთნ იყო შეკრული, ყოველ მოკლულ პაციენტზე გაროფელოს 300 ევროს უხდიდნენ. აღსანიშნავია, ოომ ყველა მოკლული პაციენტი მოხუცი და თანაც განუკურნებელი სენით იყო დაავადებული, ამიტომ ექსპერტიზა მათზე ან საერთოდ არ ტარდებოდა ან ზერელედ. მამაკაცს ჯერჯერობით 3 მკვლელობა დაუმტკიცდა, თუმცა როგორც პროკურატურა აღნიშნავს, იკვეთება კიდევ 50-მდე მსგავსი მეთოდით მკვლელობა, რომელიც გაროფელომ 2012 წლიდან 2016 წლამდე ჩაიდინა.არ არის გამორიცხული, რომ მას თანამზრახველიც ჰყავდეს. შეგახსენებთ, გასულ თვეს გერმანიაში გაასამართლეს მედიცინის მუშაკი, რომელმაც 106 პაციენტი გაისტუმრა საიქიოს. 188 8-ს მოსწონს
|