სისხლის სამართალი გერმანიაში მედიცინის მუშაკმა 106 პაციენტი მოკლა 2017, 10 ნოემბერი, 11:48 ![]() ნილს ჰეგელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ქალაქ ოლდენბურგში(გერმანია) სანიტარ ნილს ჰეგელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ორი პაციენტის მკვლელობის გამო, რომელიც 2015 წელს ჩაიდინა, თუმცა საქმის გამოძიების მსვლელობისას გამოკვეთა კიდევ 90 მკვლელობა, რომელიც ჰეგელმა უკვე აღიარა. როგორც Deutsche Welle იუწყება, მედიცინის მუშაკი პაციენტებს გულსისხლძარღვთა დაავადების წამლის სასიკვდილო დოზას უკეთებდა იმის გამო, რომ შემდეგ ის გადაერჩინა და გმირი გამოსულიყო კოლეგების თვალში და ამის გამო ქება დაემსახურებინა. ![]() ნილ ჰეგელი მუშაობდა დელმენჰორსტის და ოლდენბურგის რეამინაციულ განყოფილებებში, პირველი პაციენტი 2000 წელს მოკლა, ხოლო პირველად ეჭვი მის მიმართ 2005 წელს გაჩნდა, როდესაც დადგინდა, რომ გადარჩენილ პაციენტებს ნილ ჰეგელმა პრეპარტარის დიდი დოზა გაუკეთა. ![]() 234 6-ს მოსწონს
|