x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1840 წუთი რუსთავი2-ზე - სააკაშვილისთვის დათმობილი საეთერო დრო დაითვალეს
image

მედიის განვითარების ფონდის კვლევაში მოცემულია მონაცემები, რომელიც დეკემბრის პირველ კვირას ასახავს. მკვლევარებმა ქართული ტელეარხების გამოშვებებში მიხეილ სააკაშვილისთვის დათმობილი საეთერო დრო დაითვალეს.


ერთი კვირის განმავლობაში მედია მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და კიევში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებდა. გაშუქებისთვის დათმობილი დრო, მედიასაშუალებების მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება.


მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაშუქებას თითქმის 9-ჯერ მეტი დრო დაუთმო, ვიდრე „იმედმა“. ჩარტში მოცემულია თემისთვის დათმობილი დრო როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე ტოკშოუებში.



ჯამში კურიერსა და სხვა თოქშოუებში ექსპრეზიდენტის აქტივობას რუსთავი2-მა 1840 წუთი დაუთმო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 566 წუთი, ხოლო იმედმა 199.


image

1
146
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
146
  
2017, 22 დეკემბერი, 17:11
საინტერესო მონაცემებია
0 1 1