საზოგადოება
"ეს გადაცემა თუ ნანუკას დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული...." – რას წერს გურამ შეროზია?!
2017, 22 დეკემბერი, 14:52
ბლოგერი გურამ შეროზია ეხმაურება
შმობერტო მავანის გადაცემას, რომელიც მისი განცხადებით ნანუკა ჟორჟოლიანის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. გთავაზობთ შეროზიას სტატუსს უცვლელად:
"მოკლედ, ეს გადაცემა თუ ნანუკას დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული - მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივიდათ და ორჯერ უფრო შემიყვარდა ნანუკა მე პირადად! და ცოტა შეგნება თუ ემოციური ინტელექტი არ უნდა, ასეთ სიტუაციაში ასე კარგად რომ დაიჭირა თავი.
ლექციის ჩაშლის მცდელობა, ხელის შეშლა, უკბილო ხუმრობები ცუდ ჩაცმულობაზე და სიცილზე და ვინმე უნიჭო ლექტორის საშინელი კომენტარი. მოკლედ, მათ მაგივრად შემრცხვა!
არა და შმობერტოს ყველა სხვა ვიდეოზე მეცინებოდა ყოველთვის, ხუმრობა კარგია, უნიჭო სარკაზმი - ცუდი. ყოჩაღ ნანუკა!" –
წერს შეროზია.
!["ეს გადაცემა თუ ნანუკას
დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული...." –
რას წერს გურამ შეროზია?! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122214490081913.png)
ასევე შეროზიას სტატუს ეხმაურება თავად ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც შემდეგ კომენტარს წერს:
"მადლობა, ჩემი ყველაფერი ამოჭრეს და გული დამწყდა. მეგონა სტუმრის პასუხებს უშვებდნენ დაუჭრელად."
!["ეს გადაცემა თუ ნანუკას
დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული...." –
რას წერს გურამ შეროზია?! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122214505081913.png)