ქალი და მამაკაცი ადრიანო ჩელენტანოს სიყვარულის ამბავი უკვე 50 წელია გრძელდება! 2017, 22 დეკემბერი, 13:24 იტალიაში ყველაზე ცნობილი წყვილია: ადრიანო ჩელენტანო და მისი მეუღლე კლაუდია მორი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ქორწინებიდან 50 წელი გავიდა! ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, მსოფლიოს ყველა კუთხის, თაყვანისმცემლების უდიდეს ყურადღებას იპყრობენ. ამ ტემპერამენტული და ლამაზი წყვილის სიყვარულის ამბავი ფილმის გადაღების დროს დაიწყო. შემდეგ კი ისეთი მელოდრამა დატრიალდა, რომ შეიძლებოდა კიდევ ერთი ფილმის გადაღება, უკვე რეალური მოვლენების საფუძველზე. დღეს, მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, ადრიანო და კლაუდიას უზომოდ უყვართ ერთმანეთი და უსაზღვროდ ბედნიერები არიან. შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამ წყვილის ფოტოსურათების ნახვისას. როდესაც ისინი პირველად ერთმანეთს 1963 წელს, ფილმ "ერთი უცნაური ტიპის" გადაღების დროს შეხვდნენ, კლაუდია ადრიანოს ყურადღებას არ აქცევდა. მისი საქციელი ძალიან ეპატაჟური იყო. ადრიანოს კლაუდიას ასეთი გულგრილობა აცოფებდა, და მან დაიწყო ყოველმხრივ ყურადღების მიპყრობა. ადრიანოს მცდელობის მიუხედავად გოგონა ცივი და მიუწვდომელი იყო. და მაშინ საქმეში ბედი ჩაერია. დაუდევრობის გამო, კლაუდიამ გადასაღებ მოედანზე, ააფეთქა პლაცდარმი და მისი ნამსხრევები ადრიანოს სახეში მოხვდა. რაზეც ბოდიში მოუხადა, და იმ მომენტში დაინთო მათი სიყვარულის ცეცხლი, რომელიც დღესაც ანთია. თავდაპირველად, გოგონა მიიჩნევდა, რომ მისი შეყვარებული არასერიოზული იყო და ხანგრძლივი ურთიერთობისათვის არ იყო მზად. მაგრამ აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტემპერამენტიანი იტალიელი მას სიყვარულში პირდაპირ თავის კონცერტზე გამოუტყდა, რომანტიკული ბალადის შესრულების შემდეგ. ორიგინალურმა ახალბედა წყვილმა, ღამის 3 საათზე, გააფორმა თავიანთი ურთიერთობა, რათა პაპარაცებს არ გაეფუჭებინათ მათთვის დიდი ხნის ნანატრი წუთები. მას შემდეგ, ისინი ნახევარი საუკუნე ერთად არიან და ერთმანეთი გაგიჟებით უყვართ. ოჯახური ცხოვრების დასაწყისი კლაუდიამ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. მან მეტი დრო დაუთმო ოჯახს, შვილებსა და ქმარს, ვიდრე საკუთარი კარიერას. იგი ეხმარებოდა ადრიანოს საქმიანობაში, რომელიც ადმინისტრატორის და იმიჯიმეიკერის როლს ასრულებდა. სწორედ მისი დამსახურებაა მსახიობის წარმატება და სხვადასხვა ნომინაციებში მრავალი გამარჯვება. წყვილმა ბევრი სირთულეები გადაიტანა. ჩელენტანო არ იყო ერთგული ქმარი და მისი რომანი ორნელა მუტთან ნამდვილი სკანდალი გახდა. კლაუდიამ აპატია ქმარს ყველა თავისი ცოდვა და ოჯახში დაბრუნების ნება მისცა. კითხვაზე, თუ რატომ უყვარს ქმარი, ის განმარტავს, რომ მას ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრია ჩელენტანოზე უფრო საინტერესო ადამიანი. ახლა წყვილი, მილანთან ახლოს, მყუდრო სახლში ცხოვრობს. სახლის შესასვლელთან არის კლავდიის ქანდაკება. ჩელენტანო და მორი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან, ცდილობენ თავი აარიდონ ხმაურიან საღამოებს. ადრიანო ჩელენტანოს სიყვარულის ამბავი უკვე 50 წელია გრძელდება! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის სიყვარული ამბავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და შეინარჩუნო სიყვარული. მათი ოჯახური სირთუელეები მხოლოდ სიმართლეს მეტყველებენ, რადგან იდეალური ურთიერთობები ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ ქალების სიბრძნეს და მამაკაცის სიყვარულს შეუძლია ყველა სირთულის დაძლევა. და რა უნდა ქნა, თუ კი არ შეგიძლია მეორე ნახევრის გარეშე ცხოვრება? 955 5-ს მოსწონს
|