საზოგადოება ბუნებრივი აირის გაჟონვით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა 2017, 21 დეკემბერი, 17:21 უბედური შემთხვევა იმერეთში. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ შიდა ქართლშიც მოხდა. ქალაქ გორში შემთხვევას ახალგაზრდა დედა შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
43 2-ს მოსწონს
|