პარამეცნიერებები აირჩიეთ ქვა, რომელიც შეესაბამება თქვენს დაბადების თარიღს და გაიგეთ რას ნიშნავს ეს 2017, 21 დეკემბერი, 13:55 ადამიანის დაბადების თარიღი პირდაპირ კავშირშია გარკვეული ძვირფასი ქვის მახასიათებელთან. ბევრმა არც იცის, რომელი ქვა "ეკუთვნის მათ", მაგრამ მათ შეუძლიათ ნათელად გამოავლინონ ადამიანის შინაგანი სამყარო. ძვირფასი ქვების შესახებ ინფორმაცია იწყება პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან. საუბარია აარონის სამაჯურზე, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით თორმეტი ქვა იყო. ისინი შეესაბამებოდნენ ზოდიაქოს თვეებსა და ნიშნებს. რამდენიმე ხნის წინ, ამ ქვების ტარება თითქმის ტრადიციად იქცა. ბრიტანეთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ოფიციალურმა საიუველირო საზოგადოებამ ჩამოაყალიბა ქვების სია, რომელიც თილისმას წარმოადგენენ. იანვარი - ძოწი. ადამიანებს, რომლებიც წლის დასაწყისში დაიბადნენ, მათემატიკური ნიჭი აქვთ, აზროვნებენ აბსტრაქტულად. შეუძლიათ შეყვარება, მზრუნველები არიან და მხარს უჭერენ ადამიანებს რთულ სიტუაციებში. თებერვალი - ამეთვისტო. ასეთი ადამიანები მშვიდები და ნაზები არიან. სამყაროს გადარჩენა- მათი ერთ-ერთი დიდი სურვილია. უთანხმოება და არეულობა მათგან შორსაა. ერთ აბსტრაქტულ სამყაროში ცხოვრება მათთვის ნორმად ითვლება და უყვართ ეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, უხეშად ლაპარაკობენ, არ ცხოვრობენ რეალობაში, მაგრამ აზროვნება ყოველთვის მაღალი აქვთ. მარტი - აქვამარინი. მარტში დაბადებულები სულიერად და ფიზიკურად სუფთა ადამიანები არიან. ისინი გამოირჩევიან შესანიშნავი ჯანმრთელობით, ძალაუფლებით, ახალგაზრდობით და სიყვარულით. უბრალოდ ჩააგდონ გარეცხილი ტანსაცმელი სამრეცხაოში - ნორმაა მათთვის. ისინი სუფთა სულის ადამიანები არიან, როგორც ოკეანის ბროლის წყალი, ისევე როგორც აკვამარინი. მარტის ხალხისთვის მარტივია კომუნიკაცია და განსხვავდებიან იმით, რომ არ ტყუიან. აპრილი -ალმასი. ალმასი ყველაზე გრძელვადიანი ქვაა, რომელიც ძნელად იბზარება. ამიტომაც სიყვარულის სიმბოლოა. ასეთი ადამიანების გატეხვა ძნელია, ისინი არ ნებდებიან ძალიან რთულ სიტუაციებშიც კი. მაგრამ ამის მიღმა ყოველთვის თავის თვალსაზრისს ინარჩუნებენ. მაისი - ზურმუხტი. ამ თვეში დაბადებული ადამიანები სულის კომპანიონები არიან. ისინი ადვილად პოულობენ საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან. ერთგვარი "წებოს" როლს თამაშობენ, რომელიც ურთიერთობებს შორის კავშირს ამყარებს. ასეთი ადამიანები თანაგრძნობას გამოხატავენ და საუკეთესო მეგობრები არიან! ივნისი- მარგალიტი. ივნისში დაბადებულ ადამიანებს, რომელთაც საოცარი ბედი აქვთ, უნიკალური ხალხია. მარგალიტს დიდხანს ისტორიული მეცნიერები სიმბოლურად უწოდებდნენ “უდანაშაულოს". სავარაუდოა, რომ ასეთ ადამიანებს უყვართ ისტორია. ივლისი -ლალი. ეს ადამიანები ძალიან ემოციურები არიან. ისინი უძველესი დროიდან მაგიურ ძალებთან არიან ასოცირებულნი. თვითდაჯერებულები არიან და არასდროს არ თმობენ გამოწვევას. იშვიათად შეიძლება შეიყვანოს ვინმე შეცდომაში და ასრულებენ ყველა დაპირებას. აგვისტო-პერიდოტი ამ ადამიანებებს უყვართ ბევრი ლაპარაკი. მათ შეუძლიათ დაუმეგობრდეს ნებისმიერს: იპოვნოს საერთო ენა ყველასთან! თავაზიანი, გულისხმიერი თანამოსაუბრეები არიან, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანს რთულ სიტუაციაში, დეპრესიის თუ რაიმე ცუდის შემთხვევაში! სექტემბერი- საფირონი. სექტემბერში დაბადებული ადამიანი მშვიდი ხასიათისა არიან, მაგრამ მათ უყვართ დისციპლინა და ზოგადად გულცივები არიან ყველაფრის მიმართ. არ შეუძლიათ ჰქონდეთ რაიმე გრძნობა. ძალიან ჭკვიანები არიან და ჩაკეტილები თავის თავში. როგორც წესი ისინი ავტორიტირებულ პოზიციაზე იმყოფებიან და დროა საჭირო, რომ მათ ენდო. ოქტომბერი-ოპალი. ისინი მხიარულები და დაუღალავი ადამიანები არიან! თუმცა იცინი სიმშვიდეს ასხივებენ, მაგრამ სიყვარული, სპონტანურობა და მხიარულება უყვართ. მიმზიდველი და საინტერესოები არიან. ისინი ყოველთვის აღმოჩნდებიან ყურადღების ცენტრში, მაშინაც კი, როცა ნამდვილად არ სურთ ეს. ნოემბერი- ციტრინი. თუ თქვენი მეგობარი დაიბადა ნოემბერში, მაშინ ყოველთვის ეცადეთ მასთან ერთად იყოთ, რადგან წარმატება და ბედისწერა ყოველთვის მის მხარესაა! განსაკუთრებით თუ საქმე ფულს ეხება. ეს ადამიანები ყოველთვის ასხივებენ სითბოს, სინათლეს და სიხარულს. დეკემბერი- ფირუზი. დეკემბერში დაბადებულები უპრობლემო ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობა საინტერესოა, რადგან სიბრძნეს წლების მიხედვით არ იძენენ. ისინი ყოველთვის მხარს გიჭერენ და გიცავენ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ დახმარებისთვის. გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს! 7954 7-ს მოსწონს
|