მუსიკა გარდაიცვალა არჩილ ჩიხლაძე 2017, 20 დეკემბერი, 9:30 გუშინ მოხუცთა თავშესაფარში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა 60-70 წლების ესტრადის ვარსკვლავი არჩილ ჩიხლაძე, ინფორმაციას ამის შესახებ თავშესაფრის ხელმძღვანელი მერაბ შათირიშვილი ავრცელებს: "გარდაიცვალა გამოჩენილი მომღერალი, ყველასათვის საყვარელი პიროვნება, არჩილ ჩიხლაძე. გარდაიცვალა მომღერალი, რომლის სიმღერებითაც ტკბებოდა და ტკბება ქართული საზოგადოება.გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ღვაწლიც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უკვდავია. იგი გარდაიცვალაBarbare XXI - Home For The Elderl-ში, რომლის ერთერთი მასპინძელიც ორი წლის მანძილზე გახლდათ. თავშესაფრის ხელმძღვანელობა უსამძიმრებს და უთანაგრძნობს ამ მწუხარებას, მთელ საქართველოს..." მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი -60-70-იან წლებში პოპულარული მომღერლები, ფირმა "მელოდიამ" მათი მრავალი ფირფიტა გამოუშვა, კონცერტებზე თავიდან გამოდიოდა ჯგუფ "რეროსთან" ერთად, დუეტმა განსაკუთრებით სახელი გაითქვა ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "კართან მოდგა შემოდგობა", "სიჭაბუკე", ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი" "თვალჟუჟუნა ქალავ“და სხვა. რამდენიმე წელია წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა, თუმცა ურთიერთობა მაინც ჰქონდათ და ერთადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რადიო თუ ტელე შოუში. უკანასკნელ წლებში არჩილ ჩიხლაძე უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა, რის გამოც ბევრჯერ მოექცა პრესის თუ ტელევიზიის ყურადღების ქვეშ. 711 8-ს მოსწონს
|