x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138526
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512195
ბავშვების ცემის შემზარავი სტატისტიკა

image
ბავშვების ცემის ფაქტი არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა და ძირითადად მშობლებისაგან მომდინარეობს აგრესია.განსაკუთრებით სახიფათოა, თუ ფიზიკური ზემოქმედების ობიექტი ახალშობილი ან ერთ წლამდე ბავშვია, რომლის ორგანიზმიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს მას.ექიმების განცხადებით, ყველაზე საშიშია თავის დაზიანება, რადგან ძვლის სტრუქტურა ამ ასაკში ჩამოუყალიბებელია, ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად თავის დაჭერა და მისთვისოდნავი ბიძგიც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ამაზე სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს.გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაცემი ბავშვების მხოლოდ 15% ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას, 20% იღუპება, 65% კი ცხოვრების ბოლომდე თავის ტვინის დაზიანებით იმყოფება.სწორედ ამიტომ გერმანიაში დაიწყო კამპანია სახელწოდებით “აკეთე რაც გსურს, ოღონდ ნუ შეეხები შენს შვილს" (“Mach irgdendwas anderes, aber schuTle nie dein Baby")

ექიმების განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა ბავშვზე ძალადობა მსუბუქი ფორმისა იქნება, თუ მძიმე, ხანმოკლე, თუ ხანგრძლივი; ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება სახიფათოა პატარას ჯანმრთელობისათვის, ამიტომ ისინი მოუწოდებენ მშობლებს, ასეთი შემთხვევების დროს, არ დამალონ სიმართლე, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანონ ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში და დეტალურად მოუყვნენ მედ-პერსონალს მომხდარი ფაქტის შესახებ, რათა ზუსტი და დროული დახმარება მოახდინონ ექიმებმა.სხვა შემთხვევაში ისინი ძვირფას დროს კარგავენ, რაც შეიძლება ბავშვის მთელს ცხოვრებას ცუდ კვალად დარჩეს.

0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0