x
image
beko777
Mediator image
კაკი ბოლქვაძის შემოქმედებითი საღამო რესტორან „ათინათში“
imageარიან საქართველოს რეალობაში ხელოვანთა ის კატეგორია, რომლებიც თითქმის არასოდეს წინა პლანზე არ ჩანან, მაგრამ მათი ნამუშევარი უამრავი ქართველი, პოპულარული მომღერლის შემოქმედებაში მნივნელოვან ადგილს იკავებენ, მაგალითად - ბექ-ვოკალი, არანჟირება, რეჟისურა, კომპოზიცია, ტექსტი და ა.შ. სწორედ ამ კატეგორიაში შეიძლება გავიყვანოთ ნიჭიერი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე, რომელიც რამდენიმე წლის უკან საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ ცერემონიალზე სწორედ ამ სტატუსით დააჯილდოვეს ნომინაციაში.


17 დეკემბერს კაკი ბოლქვაძემ მეგობრების ვიწრო წრეში, თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს რესტორან „ათინათში“ საკუთარი შემოქმედებითი საღამო გამართა და გარდა თავისი სიმღერებისა, მაყურებელს მეგობრებიც წარუდგინა - გიორგი შალვაშვილი, ზურა მანაგაძე, სოფო ბედია და სხვანი, ერთმანეთის მონაცვლეობით ასრულებდნენ სიმღერებს „ათინათის“ სცენაზე.


სტუმართა შორის ბევრი ცნობადი სახე იყო (ჟურნალისტები მაკა რაზმაძე, გიორგი გასვიანი, ბესო ჩუბინიძე, - სოფო ბედია მეუღლესთან მიშა მესხთან ერთად ესწრებოდა კაკის საღამოს, დარბაზში იყო კაკი ბოლქვაძის მეგობრის ანრი ჯოხაძის და, მუსიკოსი მაგდა ჯოხაძე, თუმცა თავად მომღერალ-ჟურნალისტი საღამოს ვერ დაესწრო, ლელა წურწუმიას ულამაზესი დედა, თავისი მხიარული და ხალისიანი განწყობით ცნობილი თამარ მაყაშვილი არც ამ საღამოს იყო განსხვავებული და მეტიც, კაკისთან დუეტში ისეთი „ბოშური“ ჩაატარა, სტუმრები ტაშს არ იშურებდნენ.


სხვათაშორის, სტუმართა (და ერთბაშად მასპინძელთა) შორის იყო მომღრალი ელა დევახი, რომელიც „ათინათში“ ისედაც მღერის და პარალელურად კაკისაც შესანიშნავ პარტნიორობას (დუეტი) უწევს ერთ-ერთ სიმღერაში.



მოკლედ ბარბარობის საღამოს სტუმარ-მასპინძელმა ერთნაირად ისიამოვნა და მხიარული და იმედიანი 2018 დაიბედა სამომავლოდ. რაც შეეხება თავად მომღერალს, რომელმაც სხვათაშორის იმიჯიც შეიცვალა, ვიზუალურადაც გაცილებით სცენური გახდა (წონაშიც დაიკლო) ვუსურვებთ, რომ 2018 წელი მისთვის ახალი წარმატებების და ახალი მიღწევების წელი ყოფილიყოს.

imageimageimageimageimageimage

0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0