ასტროლოგია ოუმუამუას საიდუმლო ამოხსნილია! 2017, 21 დეკემბერი, 0:49 ოუმუამუა არის 2017 წ. ოქტომბრის ბოლოს აღმოჩენილი ციური სხეული, რომლის ტრაექტორია და სიჩქარე 95 000 კმ/სთ – 26, 4 კმ/წმ. -ია - აქედან გამომდინარე მეცნიერებმა ივარაუდეს რომ მზის სისტემაში ის, პირველი და უკანასკნელი ვიზიტით(მზის მიზიდულობის დასაძლევად 17 კმ/წმ. საჭირო, ე.წ. მესამე კოსმოსური სიჩქარე), სხვა ვარსკვლვიდან მოფრინდა. ამ უცნაურ ობიექტს - ოუმუამუა შეარქვეს, რაც ჰავაიელების ენაზე შორიდან მოსულ მაცნეს ნიშნავს. ![]() ობიექტის შესახებ, ძალიან ბევრი განსხვავებული ვერსია გამოითქვა მეცნიერების მხრიდან. ამ ვერსიებიდან ერთ-ერთის თანახმად ეს უნდა ყოფილიყო კოსმოსური ხომალდი, თუმცა უკვე ოფიციალურად დადგენილია, რომ ობიექტი ასტეროდია! ![]() სტივენ ჰოკინგის ლიდერობით ჩატარებულ Breakthrough Listen-ის საელწოდების კვლევებში ოუმუამუა ისმინებოდა. ![]() პირველივე კვლევის შემდეგ, მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს ხომალდი კი არა, არამედ ასტეროიდი იყო. Breakthrough Listen -ის კვლევებში მონაწილე მეცნიერები ძირითადად იკვლევენ იმ ობიექტებს, რომლიდანაც შესაძლოა არამიწიერი სიგნალის მიღება. რათქმაუნდა ოუმუამუაც იყო შესანიშნავი შანსი იყო სიახლის ძიებაში. ![]() ასტროლოგები და უფოლოგები დღემდე აგრძელებენ ოუმუამუას კვლევებს, მათი აზრით ასტეროიდის მოძრაობის სიჩქარე იმდენად უცნაურია, რომ ადრეულად არ ღირს ხელის ჩაქნევა! ![]() ჯერჯერობით უცნობია, საით არის ოუმუამუას ბრუნვის ღერძი მიმართული, ამის დადგენა ძალიან ძნელია. ასტრონომები წარმოდგენას ეყრდობოდნენ, რომ ობიექტი ბრუნავს სიბრტყეში, რომელიც დამზერის წერტილიდან გამომავალი ვექტორის პერპენდიკულარულია; თუ ეს წარმოდგენა სიმართლესთან ახლოა, სიგრძისა და სიგანის თანაფარდობა იქნება 10:1, ბრუნვის სიბრტყის განსხვავებული ვარიანტის შემთხვევაში, ეს თანაფარდობა მეტიც შეიძლება აღმოჩნდეს. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის სიანტერესო} 1. შოკისმომგვრელი კადრები ანტარქტიდის წყლებიდან - არსებობენ თუ არა გიგანტური არსებები?! 2. Samsung Galaxy S9 და S9+ 2018 წლის, თებერვლის ბოლოს ოფიციალურად გაყიდვაში იქნება! 3. 8 უიშვიათესი ფრინველი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობს! 4. 32 ქვეყანა, რომლებიც 2050 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკას დაიპყრობენ! 5. 2017 წელი, ბოლო 137 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წელიწადია - NASA-ს უახლესი მტკიცებულება! 6. მინერალი, რომელიც 1000 ჯერ უფრო აჩქარებს მონაცემთა გადაცემას! 7. საინტერესო ისტორია ფოტოს შესახებ, რომელზედაც აინშტაინს ენა აქვს გამოყოფილი! 1151 12-ს მოსწონს
|