ასტროლოგია 13 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ სასწორი არის ყველაზე განსაკუთრებული ზოდიაქოს ნიშანი! 2019, 10 აპრილი, 13:46 რატომ არის სასწორი განსაკუთრებული ზოდიაქოს ნიშანი? ამ კითხვაზე სრული პასუხის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენი დღევანდელი სტატია...
(22 სექტემბერი-23 ოქტომბერი)
1. გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური და თავაზიანი ადამიანები! სასწორების განსაკუთრებულობას პირველსავე შეხვედრაზე მიხვდებით, რთულია თავი მოარიდო ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს ან მამაკაცს. 2. ძალიან კარგი მსმენელები არიან. თუ თავს ცუდად იგრძნობთ და უბრალოდ საუბარითაც შეძლებთ მდგომარეობიდან მცირე დოზით გამოსვლას, მაშინ ამ ხერხისთვის მიმართეთ სასწორს, რადგან მათ შეუძლიათ გულდასმით გისმინონ და გაიზიარონ თქვენი მწუხარება. ეს მათ იდეალურ პარტნიორს ხდის. 3. გააჩნიათ თანამედროვე და ორგინალური ჩაცმის სტილი. სასწორის გარჩევა ყველგან შესამჩნევია, ისინი ყოველთვის განსაკუთრებული ჩაცმის სტილით გამოირჩევიან, ეს მათი უნიკალური თვისებაა. 4. სასწორები არ გამოირჩევიან მუდმივი ცვალებადი ხასიათით, რაც მათ უფრო მიმზიდველს ხდის. გაწონასწორებული ადამიანები არიან და მათი იმედი აბსოლუტურად ყოველთვის უნდა გქონდეთ! 5. სასწორები როგორც ემოციურები, ასევე უსაზღვროდ მხიარული ადამიანები არიან. თუ რაიმე თავგადასავალის ძიებაში ხართ და გჭირდებათ აქტიური პარტნიორი, რომელიც გეგმებს არ ჩაგიშხამებთ, მაშინ აირჩიეთ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული. 6. ყველაზე მეტად დაოჯახებაზე ადაპტირებულები კვლავ სასწორები არიან, მათ არ მოსწონთ დროებითი ურთიერთობები, გააჩნიათ თავმოყვარეობა უმაღლესი დოზით. იშვიათია შეხვდეთ ისეთ სასწორს, რომელსაც პარტნიორთან მხოლოდ გართობის სურვილი გააჩნია. 7. მათთვის ჰარმონია ძალიან მნიშვნელოვანია. ყველგან ეძებენ ასეთ გარემოს, თუ სასწორს დაუმტკიცებთ, რომ თქვენ მას სიმშვიდეს აჩუქებთ, მაშინ ის აუცილებლად დაგიახლოვდებათ. 8. საუკეთესო მოსაუბრეები ისევ სასწორები არიან, მათი მოსმენაც კი სიამოვნების მომგვრელია. არ უყვართ ზედმეტი საუბარი, მოკლედ და კონკრეტულად. 9. ჭკვიანი, სუფთა გულის პატრონი და კიდევ სუსტი... ეს თვისებები ისევ სასწორს ახასიათებს, მათ მოტყუებას ნუ ეცდებით, ძალიან ჭკვიანები არიან! აქვთ სუფთა გული, დახმარების ხელს ყოველთვის გამოგიწვდიან... ერთადერთი მინუსი რაც კი გააჩნიათ, ეს არის სასიყვარულო ურთიერთობები, რაშიც საკმაოდ სუსტები არიან. 10. სასწორის კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება - პრობლემას ხედავენ და ამას ტოვებენ იქ სადაც უნდა იყოს... არც ერთ შემთხვევაში პრობლემებს სხვას არ გაუზიარებენ, იციან რომ მოგვარებადია და ცხოვრებას ისე აგრძელებენ, როგორც პრობლემის გამოჩენამდე. 11. მხიარული სახეები. ნიღაბს იშვიათად ატარებენ, ისინი ყოველთვის პირდაპირები არიან. მათი შინაგანი გამძლეობის უნარი ნამდვილად საოცარია, გაგიღიმებენ მაშინაც კი, როდესაც არ ეღიმებათ, თუმცა შენ ეს გჭირდება! 12. სასწორებს არც ფიზიკური მიმზიდველობა აკლიათ. როგორც ლამაზი ქალები, ასევე ძალიან სიმპატიური მამაკაცები სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები.
13. და ბოლოს... სასწორები არასოდეს ყოფილან ამპარტავნები, ეს მათი თვისება არაა, სულ რომ ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი მიენიჭოთ, ამას სხვების გასაგონად მაინც არ იტყვიან. პირადი გარემო მათთვის ყველაფერია! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! <<<<< იხილეთ ასევე >>>>>როგორი იქნება 2019 წელი სასწორებისთვის? 15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი 15 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მერწყული არის ყველაზე განსაკუთრებული ზოდიაქოს ნიშანი! ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც ადამიანის გამოცნობა ყველაზე კარგად შეუძლია რომელი ზოდიაქოს ნიშანი ატარებს ნამდვილ სიყვარულს? 17 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ კირჩხიბი არის საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანი! მოქალაქეების მიერ დედამიწაზე ნაპოვნი 10 ყველაზე დიდი ოქროს ზოდი ყველაზე ბედნიერი ქვეყნები მსოფლიოში : საქართველო ისევ "უბედურ" პოზიციაზეა! როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები წყალქვეშა ხომალდში? - საინტერესო ფაქტები 2126 2-ს მოსწონს
|