x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
II მსოფლიო ომი ბევრად უფრო გვიან დასრულდა, ვიდრე ოფიციალურად არის ცნობილი

image


მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღად, ოფიციალურად, 1945 წლის 8 (9) მაისი ითვლება. თუმცა, რეალურად, ეს ომის დამთავრების კი არა, გამარჯვების დღე არის — დღე, როდესაც კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი.

აქტი გერმანიის უპირობო კაპიტულაციის შესახებ ხელმოწერილი იყო 7 მაისს. მაგრამ, ოფიციალურად განცხადება, საკითხთან დაკავშირებით, ევროპაში 8 მაისს დღის საათებში გამოცხადდა, ხოლო სსრ კავშირში — 9 მაისის, საღამოს.


image


ამის შემდეგ, ომმა დიპლომარიურ ფრონტზე გადაინაცვლა და ის თითქმის 10 წელი კიდევ გრძელდებოდა, რადგან ბევრ საკითხზე, რომელიც ქვეყნის დიპლომატიურ და იურიდიულ მდგომარეობას ეხებოდა, სსრ კავშირი, აშშ და დიდ ბრიტანეთ წლების მანძილზე მსჯელობდნენ და წყვეტდნენ გერმანიის მომავლის ბედს.

სამშვიდობო ხელშეკრულება გერმანიასთან საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 1951 წ. 9 ივნის გააფორმეს, ხოლო აშშ-მ, იმავე წლის, 19 ოქტომბერს.

რაც შეეხება სსრ კავშირს, მან გერმანიასთან სამშვიდობო შეთანხმებას 1955 წლის 21 იანვარს მოაწერა ხელი. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება, «გერმანიას და საბჭოთა კავშირს შორის ომის დასრულების შესახებ», 1955 წ. 25 იანვარს გამოიცა. მასში ნათქვამია:


1941 წლის 22 ივნისში ჰიტლერული გერმანიის მუხანათური თავდასხმის შედეგად, საბჭოთა კავშირი საომარ მოქმედებაში აღმოჩნდა გერმანიასთან. საბჭოთა ხალხმა თავისი თავგანწირული ბრძოლოთ და ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ხალხების დახმარებით, აგრესორი დაამარცხა და გაათავისუფლა ევროპის ხალხები, მათ შორის გერმანელი ხალხიც, ფაშური მონობისგან. 1945 წლის 17 ივლისი/2 აგვისტოს პოტსდამის (გერმანია) კონფერენციაზე განისაზღვრა გერმანიის, როგორც ერთიანი, მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების გზები და გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება დადასტურდა.

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი არანორმალურად მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასთან საომარი მოქმედებების დასრულებიდან, თითქმის, 10 წელი გავიდა, გერმანია დღემდე გაყოფილია და არ გააჩნია სამშვიდობო ხელშეკრულება, ხოლო გერმანელი ხალხი ისევ უთანასწორო მდგომარეობაშია სხვა ერებთან შედარებით.
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ახდენს იმის კონსტატაციას, რომ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის პოლიტიკა მიმართულია დას. გერმანიის რემილიტარიზაციისკენ, შემდგომში, მის აგრესიულ სამხედრო დაჯგუფებაში ჩასართავად. ყოველივე ამან გამოვლინება ლონდონის და პარიზის შეთანხმებებში ჰპოვა (1954 წ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დას. ევროპის რიგმა ქვეყნებმა დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყნად აღიარეს. რედ.).
იმის გათვალისწინებით, რომ სსრ კავშირის და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის კავშირი მეგობრულ ურთიერთობებზე და ქვეყნებს შორის სუვერენიტეტის და თანასწორობის აღიარების პრინციპებზეა დაფუძნებული, ასევე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების სურვილის და როგორც ფედერაციული, ისე დემოკრატიული გერმანიის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აღნიშნული ბრძანებულებით აცხადებს:


1. საომარი მდგომარეობა გერმანიასა და სსრ კავშირს შორის სრულდება და მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მყარდება.


2. ყველა იურიდიული შეზღუდვა გერმანიის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომელიც საომარ მდგომარეობას უკავშირდებოდა, ძალადაკარგულად ცხადდება.


3. გერმანიასთან საომარი მდგომარეობის შეჩერება არ აუქმებს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და არ ეხება სსრ კავშირის მოსახლეობის უფლებებს და ვალდებულებებს, რომლებიც გერმანიასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებისას იყო მიღწეული ოთხ სახელმწიფოს (იგულისხმება აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანდეთი და სსრ კავშირი. რედ.) შორის.


მოსკოვი. კრემლი
1955 წლის 25 იანვარი

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსტალინი და ჰიტლერი: იპოვეთ განსხვავება (+ ნაციზმი და კომუნიზმი – პლაკატებით გაშიშვლებული იდეოლოგია)
გერმანიამ ომი ნარკოტიკების გამო წააგო. რატომ არ მოკლეს ჰიტლერი 1944 წელს

მეცნიერებმა III მსოფლიო ომის დაწყების მაქსიმალური ვადა დაასახელეს


1
1228
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1228
  
2020, 15 სექტემბერი, 15:32
თუ შეგიძლიათ მითხრათ,რამდენი ფრონტი იყო გახსნილი მეორე მსოფლიო ომის დროს? და თუ შეიძლება,დავასახელოთ ამ ფრონტის სახელები. 8-9 მაისს კაპიტულაცია გამოაცხადა გერმანიამ,ხოლო იაპონია ისევ საქმეში იყო. შესაბამისად,საომარი მოქმედებები არ დასრულდა მაისის თვეში და ისევ გრძელდებოდა იაპონიის წინააღმდეგობა მოკავშირეთა ჯარების წინააღმდეგ. საომარი მოქმედებები დასრულდა და იაპონიამ კაპიტულაციას გამოაცხადა 2 სექტემბერს,რომელიც აღიარებულია მეორე მსოფლიო ომის დასასრულად. 8-9 მაისს საბრძოლო მოქმედებები დასრულდა ევროპის ნაწილში და ომს მსოფლიო ერქვა:) 734 ადამიანმა ნახა ეს სტატია და უმრავლესობამ შეცდომით დაიმახსოვრა დიდი ალბათობით. უნდა ვისწავლოთ გარჩევა სამამულო ომის და მეორე მსოფლიო ომის. ისტორიის მასწავლებელი მყავდა,რომელიც სტალინზე გიჟდებოდა და გულის ჯიბით დაატარებდა მის სურათს,მაგრამ არასოდეს არ უცდია კომუნისტური რეჟიმის ცამდე აყვანა და ფაქტები დამახინჯებულად არ უსწავლებია ბავშვებისთვის. ყოველთვის უსვავდა ხაზს ამ ყველაფერს და თუ ბიჭი/გოგო იყო ვინმე არ ეპასუხა განცალკევებით :) სხვა სკოლაში კი,უტარებდნენ ბავშვებს ამ ყველაფერს და თუ ბავშვი ეტყოდა 9 მაისს,კმაყოფილდებოდნენ. ეგეთი კომუნისტი ადამიანი მეორე არ მინახავს ჩემს ცხოვრებაში და ერთადერთი კომუნისტია,რომელსაც პატივს ვცემ დღემდე. ისტორია არ არის აბსოლიტურად ზუსტი მეცნიერება,მაგრამ ის,რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ,მაშინ ასე უნდა მოვიქცეთ.
0 1 1