სხვა პაატა ბურჭულაძემ მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის თანხაც მიითვისა?! 2017, 18 დეკემბერი, 14:11 მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიებების ციკლი გრძელდება. შალვა რამიშვილის მიერ დაფუძნებული ინტერნეტტელევიზია POSTV აქვეყნებს კიდევ ერთ საგამოძიებო ფილმს "ბურჭულაძის ბეგარა", სადაც საუბარია, როგორ მოითბო ხელი მსოფლიო ბანმა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობისთვის შეწირული მილიონებით. წინა შემთხვევებში გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალებისა და ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებისას გაირკვა, რომ ბურჭულაძის ფონდის მიერ მრავალშვილიანთათვის გადაცემული ბინები საცხოვრებლად უვარგისია და მითვისებულია 10 მილიონ ლარზე მეტი. გასულ კვირას ბურჭულაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და დაკითხვა გადაიდო. სავარაუდოდ, მას სასამართლო წესით, ღია სხდომაზე დაკითხავენ. ნახეთ ახალი ვიდეო ფილმი 452 2-ს მოსწონს
|