სხვა დედოფლისწყაროს სასამართლოში განხილულ საქმეთა სტატისტიკა 2017, 10 ნოემბერი, 2:09
დედოფლისწყაროს მაგისტრატ სასამართლოში 2017 წლის 1 იანვრიდან 30 სექტმბრის მდგომარეობით შესულ და განხილულ საქმეთა სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ოფიციალური მონაცემებით, სასამართლოში შევიდა - 42 სამოქალაქო სამართლის საქმე, ამჟამად კვლავ წარმოებაშია - 53 საქმე; დამთავრდა - 41 საქმის განხილვა. მათ შორის გადაწყვეტილების გამოტანით - 33 საქმე, წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა - 4 საქმეს; მორიგებით დამთავრდა - 2, ხოლო განუხილველად დატოვებულია – 2 საქმე. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს: მაგისტრატ სასამართლოში შევიდა სულ - 196 საქმე; განხილულ იქნა - 175 საქმე; ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა - 70 სამართალდამრღვევ პირს; ხოლო, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, სასამართლოში შესულია 10 სამოქალაქო საქმე, რომელთაგან დამთავრდა 3 საქმე. არ შესულა არცერთი სამოქალაქო საქმე. ხოლო გასულ თვეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 7 საქმე შევიდა და დამთავრდა 6 საქმის განხილვა. შეგახსენებთ, 2012 წლის 20 ნოემბრიდან დედოფლისწყაროს სასამართლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში მოექცა და საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის განხილვა სიღნაღში წარმოებს. მას შემდეგ დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე აღარ ჰყავს. 36 1-ს მოსწონს
|