x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი შიოლაშვილს ღია წერილით მიმართავს
image


კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ჯავახია პარლამენტის წევრს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი შიოლაშვილს ღია წერილით მიმართავს. ჯავახია გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, რომ უამრავი არაღიარებული ტურნირი ტარდება. აგროვებენ ფულს, და საქართველოს ჩემპიონის მედლით აჯილდოვებენ სპორტსმენებს, რითიც შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოებაც, სპორტსმენებიც და მათი მშობლებიც. მისი თქმით, ეს საქმიანობა ფულის არამიზნობრივად ხარჯვის საშუალებაც არის.


გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად.



„ბატონო ირაკლი, 25–26 ნოემბერს თბილისში ჩატარდა საქართველოს 24–ე ჩემპიონატი კიკბოქსინგში სადაც, საქართველოს ყველა რაიონის 200-მდე სპორცმენი მონაწილეიობდა, ჩამოსული იყო სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებიც, ჩემპიონატი კარგად ჩატარდა, ამ ღონისძიებაზე, თქვენი დახმარებით გამოვიყენეთ სიღნაღის კუთვნილი რინგი. რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ.


დედოფლისწყაროში ჩვენი ფილიალის ხემძღვანელია თამაზ ყარაგვეზაშვილი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი, მრავალი ჩემპიონის აღმზრდელი. ის ერთ ერთი საუკეთესოა ჩვენს ფედერაციაში. სიღნაღში ჩვენი ფილიალის ხემძღვანელია ბატონი დავით სარდალიშვილი, ის მშრომელი, წესიერი ადამიანია, კარგად უძღვება საქმეს, მან დიდი დახმარება გაგვიწია რინგის ტრანსპორტირებაში და მის აწყობა-დაშლაში. სარდალიშვილმა მოკლე დროში მოახერხა და კარგი სპორცმენები აღზარდა, მისმა აღზრდილებმა საქართველოს 24 –ე ჩემპიონატზე: 1–ოქროს და 3– ვერცხლის მედალი მოიპოვეს, რაც უდავოდ კარგი შედეგია ახალგაზრდა სიღნაღის გუნდისათვის. ასეთ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი დახმარება და ყურადღება ესაჭიროება.


ბატონო ირაკლი, ჩვენი ფედერაცია არის ოფიციალური ფედერაცია რომელსაც აღიარებს საქართველოს სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი, უკვე 25 წელზე მეტია ვარსებობთ, გვაქვს აღიარება, ერთადერთი მსოფლიო კიკბოქსინგის იმ საერთაშორისო ორგანიზაციისაგან რომელსაც აღიარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. მსოფლიოში არის ბევრი არაღიარებული საერთაშორიო ფედერაცია, მარტო ირანში არის 15 ამდე მსგავსი ფედერაცია.


საქართველოში არსებული კანონმდებლობით (ამ კანონზე მიდის მუშაობა და დაიხვეწება) ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია გახსნას ნებისმიერი ფედერაცია, ან კლუბი ნებისმიერ სახეობაში, თუნდაც რამოდენიმე. ამით სარგებლობენ არასპეციალისტები, ატარებენ რაღაც ჩემპიონატებს. შეჯიბრზე გამოჰყავთ სრულიად მოუმზადებელი სპორცმენები, ასეთ ჩემპიონატებზე ხდება თანხების აკრეფა, რიგდება მედლები და სიგელები, თითქოს საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ამით შეცდომაში შეჰყავთ: მოსახლეობა, მშობლები და ადგილობრივი ქალაქის, თუ რაიონის ხემძღვანელები, ხშირად ხდება, თანხების არასწორად და არამიზნობრივად ხარჯვა ასეთ ორგანიზაციებზე. ასეთი რამ, სხვა სპორტის სახეობეშიც ხდება ზოგიერთ რაიონში, ამ საკითხებზე ჩვენს გარდა სპორტის სამინისტროც მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს ამ საკითხების მოგვარებაში დახმარებისათვის. სპორტის ზოგიერთი სახეობა სპეციფიკურია, ჩვენი სახეობა კი ერთ–ერთი ყველაზე რთულია მათ შორის. თუ არ აქვს მწვრთნელს გარკვეული ცოდნა და არ გადის სემინარებს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოუსწორებელ შედეგებთან გვქონდეს საქმე.


აქედან გამომდინარე გთხოვთ, თუ თქვენ მოგმართავთ სპორტის რომელიმე სახეობის წარმომადგენელი, მოითხოვეთ მისგან სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული, ოფიციალური ფედერაციის წევრობის დამადასტურებელი საბუთი.


ბატონო ირაკლი, დიდ მადლობას მოგახსენებთ დახმარებისათვის, იმედია, მომავალში ჩვენს თხოვნასაც გაითვალისწინებთ.


პატივისცემით, გოჩა ჯავახია, ფედერაციის პრეზიდენტი

მსოფლიო ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი.

საერთაშოერისო კატეგორიის მსაჯი.

0
184
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0