შიდა ქართლი გორის ცენტრში მოქალაქეებმა ხეები შემოსეს 2017, 18 დეკემბერი, 11:57 გორში გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში უჩვეულო რამ ხდება.
სუსხიან ზამთარში ხეებს თბილი ქურთუკები აცვიათ, ზედ კი პატარა "სტიკერებია" მიკრული წარწერით: "ადამიანებს, რომლებსაც სცივათ".
ინფორმაციას ამის შესახებ გვერდი "შიდა ქართლის მხარე" ავრცელებს: "გორის ცენტრში, ერისთავის თეატრის წინ, ხეები თბილი ტანსაცმლით შემოსეს. ქურთუკები იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც სცივათ. ტანსაცმელი კიდია სპეციალურად გაბმულ თოკზეც წარწერით “ადამიანებს რომლებსაც სცივათ" - მსგავსი აქცია თბილისშიც მიმდინარეობს. როგორც ჩანს სიკეთე მართლაც გადამდებია."-ვკითხულობთ გვერდზე. ეს კეთილი და თბილი კამპანია თბილისსშიც მიმდინარეობს და იმედია მალე მთელ საქრთველოში გავრცელდება, რადგან სიკეთე გადამდებია. მეტი პოზიტივი, მეტი სითბო და მეტი სიყვარული არის ის რაც ცივ ზამთარში არამხოლოდ გულებს არამედ ერთმანეთსაც გაგვათობინებს! 113 6-ს მოსწონს
|