x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
უკრაინულმა ტელევიზიებმა ხაინდრავას „ჰეროკრატიის“ ჩვენება დაიწყეს

image


რამდენიმე უკრაინულმა ტელეკომპანიამ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული ქართული ტელესერიალის, „ჰეროკრატიის“ ჩვენება უკვე დაიწყეს. ფილმი სააკაშვილის მმართველობის ხანას ასახავს. ამჟამად სერიალი ტელეკომპანიების „უკრაინისა“ და „Правда ТУТ“-ის საღამოს ეთერში გადის. როგორც ამბობენ, მაყურებელი „შოკშია“.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ უკრაინული ტელეარხები სერიალით თავად დაინტერესდნენ და მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. მისი თქმით, უკრაინა ფილმით იმიტომ დაინტერესდა, რომ სააკაშვილის რეალური სახე აჩვენონ.
როგორც ხაინდრავა ამბობდა, საერთაშორისო ბაზრისთვის სერიალი ხელახლა დამონტაჟდა და მხოლოდ 19 სერია შეიკრა.
ფილმის უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენება რომ დაიწყებოდა, ამის შესახებ თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა, თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში "ჰეროკრატიის" ჩვენება იყო დაგეგმილი, რომელიც მილიარდერ რინატ ახმეტოვს გოგა ხაინდრავასგან ჰქონდა ნაყიდი.
0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0