x
image
კატაპულტი
,,საყოველთაო ჯანდაცვა" არასაყოველთაო გახდა
image

2017 წლის 1 მაისიდან საქართველოში “საყოველთაო დაზღვევის" ახალი წესები ამოქმედდა.

“ქართული ოცნების" ერთ-ერთ (ზოგიერთების აზრით კი ერთადერთ) წარმატებულ პროექტად 2013 წლიდან სწორედ “საყოველთაო ჯანდაცვა" ითვლებოდა, თუმცა დღესდღეობით “საყოველთაო ჯანდაცვა" სულაც აღარაა საყოველთაო. ამა წლის 1მაისს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, მოქალაქეები სამინისტრომ ოთხ ჯგუფად დაყო:მაღალშემოსავლიანი, საშუალო შემოსავლიანი, დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველები.

ერთი შეხედვით, სწორი გათვლაა, რადგან მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის მქონე პირები ნაკლები შეღავათებით ისარგებლებენ სახელმწიფოსგან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ X-შემოსავლიანი მოქალაქის სტატუსი ვრცელდება ინდივიდუალურად, და არა ოჯახზე.ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, თუ ოჯახში 7 წევრია და მათგან მხოლოდ ერთს აქვს შემოსავალი, სიტყვაზე 1000 ლარი, 6 წევრი ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ უფრო მაღალი შეღავათებით, ვიდრე ის ერთი მომუშავე წევრი, რომელიც ფაქტიურად ექიმის კონსულტაციისა და გადაუდებელი დახმარების გარდა სხვა მომსახურებას უფასოდ ან თანადაფინანსებით ვერ მიიიღებს.


კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის საშუალოშემოსავლიანი სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის.მათი შემოსავალი ყოველთვიურად 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000ლარს არ აღემატება.მათ უნდა აირჩიონ “საყოველთაო დაზღვევა" ან კერძო დაზღვევა, და სწორედ აქ ჩნდება პრობლემა თუ თქვენ იანვარის თვეში გქონდათ ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტი და აირჩიეთ კერძო დაზღვევა, ხოლო შემდეგ წლის ბოლომდე დაკარგეთ შემოსავალი, თქვენ “ცაში გამოეკიდებით", რადგან წლის ბოლომდე თქვენ კერძო დაზღვევით მოსარგებლედ ითვლებით და “საყოველთაო დაზღვევა" თქვენთვის მიუწვდომელი აღმოჩნდება.

0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0