x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახლა დილის რვის ნახევარია და დებილი ბავშვივით ვტირი - გიორგი ქისტაურის წერილი დედას

image

წერილი დედას

ჩემო საყვარელო, ყველაზე ტკბილო დედიკო, ჩემო ერთო ცალო, ჩემო იმედო, ჩემო ულამაზესო, უთბილესო, უტკბილესო, უკეთილესო, უბოროტო დედიკო, რაც კი კარგია ყველაფერი შემიძლია ვთქვა შენზე.
ახლა დილის რვის ნახევარია და დებილი ბავშვივით ვტირი, მე თვითონაც არ ვიცი რატომ, ამ ყველაფრის დაწერაც იმიტომ გადავწყვიტე რომ საბოლოოდ მხოლოდ შენ მრჩები ვისაც შეიძლება ჩემი ტკივილი და გრძნობები გავუზიარო და მოვუყვე, ნეტა იცოდე როფოე მაკლიხარ, მაშინაც კი როდესაც ჩემთან ერთად ხარ და ეს სამწუხაროდ ძალიან ცოტაჯერ იყო, რა თქმა უნდა ისევ ჩემისულელური ჭკუის და გადაწყვეტილებების გამო, როგორ ვნანობ ყველა იმ გადადგმულ ნაბიჯს როდესაც შწნს გვერდით ყოფნაზე უარი თქვი ნეტავ იცოდე, მინდა ყოველ წამს შენ გწლაპარაკო, ყოველი გრძნობა, ფიქრი, სიხარული, ტკივილი, ბედნიერება პირველმა შენ მოისმინო, არა ასე შოეიდან, არამედ ჩვენ რომ გვიყვარს ისე, ერთმანეთთან ჩახუტებულები.
არ ვიცი რა მჭირს, მგონია რომ ვგიჟდები, თითქოს ვკარგავ ჭკუას და იმის შიში მაგიჟებს, რომ რაღაც მჭირს, არ მინდა რომ გიჟი მეგონოს საკუთარი თავი, ასე შეიძლება მართლა გავგიჟდე.
იმასაც ძალიან კარგად ვხვდები რომ ვერ და არ ვარ ისეთი შვილი, როგორზეც ოცნებობდი და გინდოდა გყოლოდა.
რატომ მაინც და მაინც შენ, ასეთ კეთილ ადამიანს, შენ რატომ გხვდა წილად ასეთი რაღაც მაინც ვერ ვხვდები, შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს.
ძალიან მიჭირს აზრების დალაგება, არც ვიცი ამ ყველაფერს უნდა გიყვებოდე თუ არა მაშინ, როდესაც შენ უკვე ამდენი წელია ჩემს გამო ხარ წასული ათასობით კილომეტრზე და ამდენს შრომობ, ასეთ ნაადრევ ასაკში უკვე რამდენი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გამოიარე და ახლაც, რამდენიმე დღის წინ ითხარი რაღაც სერიოზული მჭირსო, ამ ყველაფრის მერე ჩემნაირი შვილი არის სითავხედე და ეგოისტობა, მე ძალიან ცუდი შვილი ვარ, ერთადერთი რაც შემიძლია სრულიად სიმართლე ვთქვა არის ის, რომ მე შენ იმ დიდ ძალაზე მეტადაც მიყვარხარ, რასაც სიყვარული ქვია.
ბოლომდე კიდევ ვწრ გეუბნები ვერაფერს, არ მინდა ინერვიულო, მეშინია რა იქნება მერე.
არ მინდა მიყურებდე როგორ ვგიჟდები და ვკარგავ საკუთარ თავს, როგორ კოშმარულად ვიძინებ ყოველ ღამე, რაღაც უაზრო შიშებში, ვერც ვხსნი რის შიშებში, ესე უბრალოდ მეჩხირება დიდი ბურთი ყელში და მომდის ცრემლები, მერე ვუსმევ საკუთარ თავს შეკითხვას, რა გჭირს და პასუხი არ მაქვს.
ძალიან გთხოვ ახლა, ამ წამს, ამ წერილის წაკითხვის დროს, ამ მონაკვეთში უკვე ვიცი რომ ნერვიულობ, განიცდი, ცუდად ხარ და გაურკვევლობაში ხარ და მინდა გთხოვო, როგორც გჩვევია ისე დინჯად, წყნარად და აუღელვებლად მომისმინო ბოლომდე.
დედიკო, შენ არსად არ დაგიშვია შეცდომა, ყოველთვის სამაგალითო დედა იყავი, ხარ და იქნები, არასდროს გისწავლია ჩემთვის ცუდი, ბოროტი და არასწორი, ყოველთვის საპირისპიროს მასწავლიდი, შენ არ გსაყვედურობ არც ერთი წამით იმაში, რომ მე დღეს ასე ვარ, პირველ რიგში ეს ჩემი ბრალია, ადამიანი ვარ და ჩემი ფიქრები მაქვს, ჩემი შეხედულებები, ჩემი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე და ამას რაც არ უნდა ასწავლო და მიაჩვიო ადამიანს, მაინც ვერაფერი და ვერავინ ვერ შეცვლის და ზუსტად ეს მაგიჟებს და მწყვეტს გულს, რომ რატომ ვერ შემიძლია ვაკეთო ის და ისე, რაც შენ გინდა და როგორც შენ იგრძნობ თავს ამაყად.
არასდროს არ მინდა რომ ჩემი შეგრცხვეს, ყოველთვის მინდა ყელგან, ყველასთან თქვა რომ ყველაზე მაგარი შვილი გყავს მხოლოდ იმიტომ რომ შენ შენს ბადადა ბაიას ასე ძალიან უყვარხარ.
არ მინდა ჩემგან შორს იყო არც ერთი კუთხით, აქ მანძილზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი, მინდა ყოველთვის, ჩემს ყოველ გადადგმულ ნაბიჯში მყავდე გვერდით, ცუდში თუ კარგში. ცუდში იმიტომ როკ მითხრა, დედიკო ეს ცუდია - კარგში კი კარგია, არ გპირდები იმას რომ მე შენს ნათქვამს ბოლომდე გავუთვალისწინებ იმიტომ რომ მაღლაც ვთქვი, ჩვენ ადამიანს საკუთარი ხედვა გაგვაჩნია და ამის შეცვლა არის ყველაზე რთული.
ეს ცხოვერება როგორი მოკლეა და უაზრო ამას შენგან უნდა ვისმენდე იმიტომ რომ შენ ჩემზე ბევრად მეტი იცჯ მაგეამ მაინც გეტყვი, ერთ დღეს აღარ ვიქნებით არც მე და არც შენ და ჩვენგან მზოლოდ ძვლები დარჩება, იმ ძვლებსაც მიწა წაიღებს, ზუსტად ამიტომ ნამდვილად არ არის დრო იმისა, რომ ერთმანეთი რაღაცეების გამო გვერზე გავწიოთ.
მინდა რომ ისეთი იყვარდე როფორიც ვარ და ეს ასეც არის, ვიცი!
უბრალოდ ერთს გთხოვ, არასდროს არ მიმატოვო, შენ ხარ ის ერთი ვისი ხელიც მინდა მეჭიროს მთელი ჩემი ცხოვრება იქამდე, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.
უამრავი ბოდიშის მოხდა მინდა, უამრავი მიზეზის გამო.
ნეტა განახა ახლა როგორ დავმშვიდდი რომ ეს ყველაფერი დავწერე - აი, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ცუდი შვილო ვარ, ისევ ჩემს თავზე ვფიქრობ და არა იმაზე, რომ ჩემი დამშვიდებით შენ აგაფორიაქე და აგანერვიულე, მაგრამ არა დედიკო, ეს ასე არ არის, შენი გულის ტკივილო ჩემი გულის ტკივილია და შენ როდესაც ცუდად ხარ მე ორმაგად ცუდად ვარ, ხშირად მეუბნები ხოლმე აფერისტი და მატყუარა ხარო მაგრამ ერთი რაღაც 100 პროცენტით მჯერა და ვიცი, ჩემს სიყვარულში ეჭვი არ გეპარება.
მე შენ ერთი გყავარ, ისევე როგორც შენ მე და არ მინდა რომ ჩვენ ერთი არ ვიყოთ, მინდა სულ ერთი გვერქვას, მე და შენ დედიკო და დედიკოს მამაზი ბაია!
ზუსტად ვიცი ამ წამს ძალიან ბრაზდები და ფიქრობ, რითი ვერ გავიზარდე, მინდა გითხრა რომ გავიზარდე, უბრალოდ მე შენ ყოველთვის ბავშვურად მაგრამ უდიდესი გულით მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები.
ჩემო ლამაზო დედიკო, გთხოვ კიდევ უამრავჯერ, არ ინერვიულო ჩემზე, ნუ შეგრცხვება ჩემი (ვიცი რომ ეს ასე არასდროს არ იქნება), ნუ გამიბრაზდები, ნუ იფიქრებ მხოლოდ ცუდზე და იფიქრე იმაზე, რომ მე და შენ ვართ ყველაზე კარგი დედიკო და შილი!
მიყვარხარ.image

0
193
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0