სხვა ინგლისში 70 წლის პენსიონერი სპონტანურად თვითაალდა და დაიღუპა,გამოძიება მხოლოდ მხრებს იჩეჩავს 2017, 15 დეკემბერი, 17:50
როგორც ქვეითად მოსიარულე მოწმეები ჰყვებიან, ჯონ ნოლანი(John Nolan )ორჩარდ პლაცზე მისეირნობდა ("ტოტენჰემ ჰოტსპურის" საფეხბურთო მოედნის სიახლოვეს) ასე დაახლოებით დღის პირველ საათზე, როდესაც მოულოდნელად ცეცხლი წაეკიდა, გამვლელების ნაწილი ცდილობდა აალებული მამაკაცზე ცეცხლის ჩაქრობას, ხოლო მეორე ნაწილმა საგანგებო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. როგორც გაირკვა ჯონ ნოლანი უცოლო იყო, პროფესიით ყოფილი მშენებელი და ცხოვრობდა მეიოს საგრაფოში(ირლანდია), პენსიონერი ბრუნფილდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, მამაკაცი მეორე დღეს გარდაიცვალა.მას სხეულის 66%-ის მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. ლონდონის სახანძრო სამსახურის სპეციალისტებმა ვერავითარი კერა ვერ აღმოაჩინეს ვერც ტრაგედიის ადგილზე და ვერც გარდაცვლილის სხეულზე.
როგორც გამომძიებელმა დემი ეიტ-ამერმა(Damien Ait-Amer) აღნიშნა, "ჩვენ გავესაუბრეთ თვითმხილველებს, რომლებიც მისტერ ნოლენის თვითაალებას შეესწრნენ, თუმცა დღემდე ვერ დავადგინეთ რამ გამოიწვია ხანძარი."
როგორც ცნობილია ისტორიამ შემოინახა თვითაალების შემთხვევები, რომლის მიზეზსაც მეცნიერება დღემდე საფუძვლიანად ვერ ხსნის.
268 6-ს მოსწონს
|