სასმელები როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი 2017, 14 დეკემბერი, 22:27 ახალ წელს და ზამთრის წვეულებებს ძალიან უხდება გლინტვეინი. სადღესასწაულო დღეებში გირჩევთ მოამზადოთ გლინტვეინი გერმანულად რესტორან „Scrocchiarella“-ს რეცეპტით. ინგრედიენტები: შავი ჩაი (125 მლ); წითელი ღვინო მშრალი (75 მლ); ფორთოხლის წვენი (65 მლ); დაფქვილი დარიჩინი (1გრ); შაქარი (8გრ); ფორთოხალი (30 გრ); მომზადების წესი: ფორთოხალი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. ქვაბში შეურიეთ ახლადმოდუღებული ჩაი, ღვინო, ფორთოხლის წვენი. დაუმატეთ დარიჩინი, შაქარი და ფორთოხლის ნაჭრები. მიიყვანეთ თითქმის ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. ჩამოასხით ცეცხლგამძლე მინის ბოკლებში. გემრიელად მიირთვით! სასიამოვნო ახალ წელს გისურვებთ! 148 3-ს მოსწონს
|