საქართველო მიხეილ სააკაშვილი – გმირი,თუ დიდი პოლიტიკური თეატრის პერსონაჟი?! 2017, 14 დეკემბერი, 0:08 პოლიტიკა რომ ერთი დიდი თეატრია, ახალი ამბავი არაა.ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის ყოველთვის დაფარულია პოლიტიკოსთა ფარული გარიგებები და შეთანხმებები. ბოლო წლების საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ფიგურებად გვევლინებიან ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.ქვეყნის ყოველი მომდევნო წინამძღოლი წინას ოპოზიციაა, თუმცა ამასთანავე, უფრო ადრე თანამოაზრეებად გვევლინებოდნენ, რაც თავის მხრივ, გარკვეულ კითხვებს ბადებს. დავიწყოთ ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობით, ამ უკანასკნელის პოლიტიკური მოღვაწეობა იწყება 1995 წელს, როდესაც მას ზურაბ ჟვანია დაუკავშირდა და ედუარდ შევარდნაძის სახელით პარტია “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" წევრად მიიწვია.შედეგად სააკაშვილი პარლამენტის დეპუტატი გახდა.შემდეგ კი იწყება მისი წინსვლა. 1998-1999 წლებში ის უკვე პარტიის თავმჯდომარეა, 2000 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ხდება.იმავე წელს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.2001 წლიდან, ანუ “ვარდების რევოლუციამდე" ორი წლით ადრე, ის დაუპირისპირდა ედუარდ შევარდნაძეს და შექმნა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".2002 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.2003 წელს კი შევარდნაძეს ათქმევინა “სახლში მივდივარ". ეს მოვლენა რევოლუციად ჩაიწერა ისტორიაში, თუმცა... იქნებ, 1995 წელს სააკაშვილის პარტიაში მიღებისას შევარდნაძეს სწორედ ეს ჰქონდა გათვლილი?იქნებ, ეს გარიგება იყო და რევოლუცია კი მოსახლეობისათვის თვალის ახვევა? გადის დრო და იწყება სააკაშვილისა და ივანიშვილის ურთიერთობა.ეს უკანასკნელი ყოველთვის ჩრდილში ყოფნას არჩევდა ხოლმე.საქართველოში მისი დაფინანსებითა და მთავრობის რეკლამით იხსნებოდა სხვადასხვა ობიექტები, თუმცა ხმები დადიოდა ესა და ეს ბიძინამ გააკეთაო.ბოლოს კი ივანიშვილი სააკაშვილისაგან გათავისუფლების მესიად მოგვევლინა.იქნებ სულაც არ იყო ეს დიდი პოლიტიკური ჭიდილი?როგორც ივანიშვილი აცხადებდა, სააკაშვილის პოლიტიკა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ აღარ მოსწონდა.2007 წლიდან 2012 წლამდე კი 5 წელია.რატომ გამოჩნდა ის მხოლოდ მაშინ, როდესაც პრეზიდენტობის ორი ვადა სრულად უმთავრდებოდა სააკაშვილს?“ციხის კადრებიც" გაუხმაურებელი ყოფილა გარკვეული დროის მანძილზე.რატომ? ვის წისქვილზე ასხამდა წყალს გაწელილი დრო? რაში ჭირდებოდა ივანიშვილს ასეთი სპექტაკლი?მარტივი მიზეზის გამო, ის დიდ ბიზნესებს ფლობს რუსეთში, ქვეყანაში რომლის პრეზიდენტიც სააკაშვილს ემტერება.ბუნებრივია, მილიარდელი საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა თავის ბიზნესებს. და ბოლოს, არც შევარდნაძესა და არც სააკაშვილს მართლმსაჯულება არ შეხებია, როგორც ამას თავად საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ამბობდა მე-2-ზე და, როგორც ივანიშვილი ამბობდა სააკაშვილზე.უფრო მეტიც, ამ უკანასკნელს სასწაულები იხსნის ხოლმე უკრაინაში დაპატიმრებებისგან. საინტერესოა, ხომ არ იყო ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის შეთანხმება, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ხელშეუხებელი ყოფილიყო, იმის მადლობის ნიშნად, რომ მან ის(ივანიშვილი) ხელისუფლებაში მოიყვანა? სხვაგვარად, ნაკლებად სარწმუნოა, ჯერ როგორ ვერ მოახერხეს და ქვეყნის საზღვარზე ვერ შეაკავეს სააკაშვილი, შემდეგ დაპატიმრებას ცდილობდნენ და ხალხის შეგროვებას დაელოდნენ, რომ მათ ხელი შეეშალათ სააკაშვილის მიკროავტობუსით გადაყვანაში და საბოლოოდ, გაექცათ. და ბოლოს, სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ღალატი და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში ედებოდა ბრალი. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს. 575 5-ს მოსწონს |
როგორ გგონიათ ბირთვული სახელმწიფოს და უცხოელი ელჩების თანხმლებით მიმავალ სააკაშვილს რაკეტას ესროდა ის თვითმფრინავი, რომელიც სამხედრო სულაც არ იყო?
ჩემი რეაქცია ასეთი იყო, მე ვმონაწილეობდი 2008 წლის ომში და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ არცერთ მებრძოლს იარაღი არ გადაუგდია და არ გაქცეულა.
მე არ მითქვამს ყველაფერი ცუდი გააკეთა მეთქი, ბევრი კარგიც გააკეთა, მაგრამ ცუდმა გადაფარა ის კარგი!!!
გმირები არ გარბიან, გორში რაც ამან გააკეთა სამარცხვინო დაღად გაჰყვება მთელი ცხოვრება, ბირთვული სახელმწიფოს (საფრანგეთი) საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე და ისე მოკურცხლა დაცვა ძლივს დაეწია.
ჰალსტუხის დაღეჭვაზე და ნარკომანის პროფილზე არაფერს ვამბობ.